გიორგი გუნია (კინორეჟისორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი ლევანის ძე გუნია (დ. 22 ნოემბერი, 1908, თბილისი, — გ. 23 ივლისი, 1983, იქვე) — ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებელი მოღვაწე (1961).

დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1934 წელს. 1920-იან წლებში მუშაობდა თბილისში, გ. პლეხანოვის სახელობის თეატრში, 1928 წლიდან — კინოში მსახიობად, დამდგმელ რეჟისორად. გადაღებულია ფილმებში: „უგუბზიარა“ (1930), „ნამდვილი კავკასიელი“ (1931), „მზაღო და გელა“ (1933) და სხვ. მეორე რეჟისორად იმუშავა ქართულ მხატვრულ ფილმებზე: „ჭრიჭინა“ (1954), „ორი ოკეანის საიდუმლოება“ (1955), „მე ვიტყვი სიმართლეს“ (1957), „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე...“ (1958), „სად არის შენი ბედნიერება, მზია?“ (1959), „პალიასტომი“ (1963), „შეწყვეტილი სიმღერა“ (1960), „განგაში“ (1968) და სხვ. 1965 წელს მისი რეჟისორობით გახმოვანდა და აღდგა ფილმი „ახალგაზრდობა იმარჯვებს“. 1947–1954 წლებში თბილისის კინოსტუდიის ქრონიკის სექტორში, როგორც დამდგმელმა რეჟისორმა, გადაიღო ფილმები: „ბალნეოლოგიური კურორტი“ (1947), „კულტურის კერა“ (1948), „კურზუ, ლებარდე“ (1948), „სიჭაბუკისა და სილამაზის დღესასწაული“ (1950), „იალბუზზე ასვლა“ (1950), „ჭიათურა“ (1951), „სახალხო დღესასწაული რუსთავში“ (1952), „მეხილეობა“ (1953), „ქართლის ბაღებში“ (1953), აგრეთვე კინოჟურნალები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]