გიორგი გუნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი გუნია (დ. 22 ნოემბერი, 1908, თბილისი — გ. 23 ივლისი, 1983,თბილისი) — ქართველი რეჟისორი.

1934 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

20–იან წლებში მუშაობდა გ. პლეხანოვის სახელობის თეატრში. 1928 წლიდან კინოში მსახიობად და დამდგმელ რეჟისორად. გადაღებულია ფილმებში: „ნამდვილი კავკასიელი“ (1931), „მზაღო და გელა“ (1933). მეორე რეჟისორად იმუშავა ქართულ მხატვრულ ფილმებზე: „ჭრიჭინა“ (1954), „ორი ოკეანის საიდუმლოება“ (1955), „მე ვიტყვი სიმართლეს“ (1957), „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე...“ (1958), „განგაში“ (1968).1965 წელს მისი რეჟისორობით აღდგა და გახმოვანდა ფილმი – „ახალგაზრდობა იმარჯვებს“. 1947-1954 წლებში თბილისის კინოსტუდიის ქრონიკის სექტორში, როგორც დამდგმელმა რეჟისორმა, გადაიღო ფილმები: „ბალნეოლოგიური კურორტი“ (1947), „კულტურის კერა“ (1948), „სიჭაბუკისა და სილამაზის დღესასწაული“ (1950), „იალბუზზე ასვლა“ (1950), „ჭიათურა“ (1951), „მეხილეობა“ (1953).

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. თბ., 2012, გვ.205}}

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]