გიორგი გულია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი გულია
დაბადების თარიღი 1 (14) მარტი, 1913
დაბადების ადგილი სოხუმი
გარდაცვალების თარიღი 18 ოქტომბერი, 1989(1989-10-18) (76 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია სოხუმი
საქმიანობა მწერალი[1] და ჟურნალისტი[2]
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
ჟანრი მოკლე რომანი
ჯილდოები სტალინური პრემია, საპატიო ნიშნის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ და შრომის წითელი დროშის ორდენი

გიორგი დიმიტრის ძე გულია (აფხ. Гиорги Дырмыт-иԥа Гулиа; დ. 1 მარტი, 1913, სოხუმი, სოხუმის ოკრუგი, რუსეთის იმპერია — გ. 18 ოქტომბერი, 1989, მოსკოვი, დაკრძალულია სოხუმში) — რუსი მწერალი, წარმოშობით აფხაზი, დიმიტრი გულიას შვილი. საქართველოს სსრ (1943) და აფხაზეთის ასსრ (1971) ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე (1986).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი დიმიტრის ძე გულია დაიბადა 1913 წელს ქალაქ სოხუმში. ამიერკავკასიის რკინიგზების ინჟინერთა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ინჟინრად შავი ზღვის რკინიგზის მშენებლობაზე.

გააგრძელა რა მამამისის აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის დ. გულიას გზა, მან ბევრი ბევრი გააკეთა აფხაზური კულტურის განვითარებისათვის. პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა 1930 წელს. ავტორია ტრილოგიისა „საკენელი მეგობრები" (1954), რომელშიც შევიდა მოთხრობები: „გაზაფხული საკენში" (1948; საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია, 1949; ქართული თარგმანი, 1950; ეკრანიზაცია, რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი, 1951), „კეთილი ქალაქი" (1949), „კამა" (1951). ავტორია აგრეთვე მოთხრობებისა: „შაოსანი სტუმრები" (1950), „მოთხრობები კოცონთან" (1957); მოთხრობათა კრებულებისა: „თეთრი ღამე" (1958), „წაბლისფერი სახლი" (1961); რომანებისა: „მორევი" (1959), „სანამ დედამიწა ბრუნავს..." (1962), „მეფე ეხნატონი" (1968), „კაცი ათენიდან. ქრონიკა ექვს წიგნად" (1969), „სულა" (1971), „მიხეილ ლერმონტოვის ცხოვრება და გარდაცვალება" (1973), „თქმულება ომარ ხაიამზე" (1974) და სხვ.

მწერალი გიორგი გულია ასევე ეწეოდა სახელმწიფო და ორგანიზაციულ სამუშაოებს. ოცდაათიანი წლების დამლევს მეთაურობდა აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ხელოვნების საქმეთა სამმართველოს. 1947 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა „ლიტერატურნაია გაზეტაში“, იყო მისი სარედაქციო კოლეგიის წევრი. არაერთგზის იყო არჩეული აფხაზეთის მწერალთა კავშირის გამგეობის წევრად.

გიორგი გულია გარგდაიცვალა 1989 წლის 18 ოქტომბერს.

ჯილდოები და მედლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაჯილდოებული იყო ორი შრომის წითელი დროშის ორდენით, სამი „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით. მინიჭებული ჰქონდა ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის პირველი ხარისხის კირილესა და მეთოდეს ორდენი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზაფხული საკენში (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1950.
  • Собрание сочинений в 4-х томах, М., 1974–76.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Тверской А. Д., Георгий Гулиа как он есть, Тб., 1981;
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 193.
  • გაზ. „აფხაზეთის ხმა“, №229 (13095), 1 დეკემბერი, 1991

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Fine Art Archive — 2003.
  2. Czech National Authority Database