გიორგი გორდაძე (ფიზიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორდაძე.

გიორგი სერაფიონის ძე გორდაძე (დ. 2 აპრილი [ძვ. სტ. 20 მარტი], 1911, სოფ. კუხი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 30 აგვისტო, 1976, თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი, კვანტური ქიმიის ფუძემდებელი საქართველოში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1961).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წელს დაამთავრა თსუ. 1934 წელს მუშაობა დაიწყო იქვე. 1935-1937 წლებში იყო თსუ-ის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე, 1936-1937 წლებში — თსუ-ის ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.1947-1954 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკისა და გეოფიზიკის ინსტიტუტში, პარალელურად — თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1948-1955), 1954-1976 წლებში — საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; გორდაძემ ჩაატარა უმარტივესი სამატომიანი მოლეკულების კვანტური გამოკვლევა და სხვ.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქიმიური ვალენტობის კვანტურ- მექანიკური თეორიის თანამედროვე მდგომარეობისათვის, ტფ., 1936;
  • ზოგადი ფიზიკა, თბ., 1960.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Читая Г., Чимакадзе Г., Гордадзе Георгий Серапионович, «საქართველოს პოლიტექნიკური ინ-ტის სამეცნ. შრომები», 1978, # 9 – მყარი ტანის ფიზიკა (ახლავს გორდაძის შრომების ბიბლიოგრაფია).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]