გიორგი გოზალიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი გოზალიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).

გიორგი კონსტანტინეს ძე გოზალიშვილი (დ. 15 ნოემბერი, 1900, სიღნაღის რაიონი, სოფელი ბოდბისხევი — გ. 30 ივლისი, 1988, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1931), პროფესორი (1936).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ისტორიის განხრით. 1930 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1943-1947 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ისტორიის და ფილოლოგიის გაერთიანებული ფაკულტეტის დეკანი, იმავდროულად განაგებდა ძველი ისტორიის და ბიზანტიოლოგიის კათედრებს; 1930-1954 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პედაგოგიურ ინსტიტუტში; იკვლევდა ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობის საკითხებს, ტრაპიზონის იმპერიის ისტორიის ცალკეულ მომენტებს, პონტო-კაპადოკიაში მოსახლე ქართველი ტომების ეთნოგენეზის პრობლემებს და მათ წვლილს ბიზანტიის ისტორიაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

1962 წელს მიანიჭეს საქართველოს მეცნიერებიათა დამსახურებული მოღვაწის წოდება.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1832 წლის შეთქმულება, ტ. 1–3, თბ., 1935–76;
  • ძველი ისტორიის ქრესტომათია, ტ. 1–2, თბ., 1951–58;
  • ჯვაროსანთა IV ლაშქრობა და ბიზანტია, «თსუ შრომები», 1960, ტ. 87;
  • მითრიდატე პონტოელი, გამოც. მე-2, თბ., 1965;
  • ორი ეტიუდი პონტოსა და კაპადოკიის წარსულიდან, თბ., 1965 (იგივე რუსულად, 1967);
  • ქართლის მოქცევის პრობლემა და ბაკური, თბ., 1974.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]