შინაარსზე გადასვლა

გიორგი გოგიჩაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი კონსტანტინეს ძე გოგიჩაძე (დ. 28 ოქტომბერი, 1941, თბილისი) — ქართველი ბიოლოგი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1991), ევროპის სამედიცინო ონკოლოგიის საზოგადოების (ESMO) საპატიო წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წელს დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1964-1966 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკისა და თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობაზე, 1970-1994 წლებში – ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ელექტრონული მიკროსკოპიის ლაბორატორიის ხელმძღვანელად. გოგიჩაძე იკვლევს სიმსივნური ზრდის უჯრედულ მექანიზმებს, ისევე როგორც შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის (შიდსის) განვითარების შესაძლებლობებს. 2005-2007 იყო თსსუ-ის ფსიქოთერაპიისა და ფსიქოსომატური მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2007 წლიდან ამავე ინსტიტუტის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ეწევა აგრეთვე პედაგოგიურ საქმიანობას, არის თსსუ-ის ბიოლოგიის, სამედიცინო გენეტიკისა და მიკრობიოლოგიის კათედრის პროფესორი. გოგიჩაძე ავტორია სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ- რუსულლათინური ლექსიკონის და 4 გამოგონებისა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბიოლოგიისა და მედიცინის დრამატული ფურცლები, თბ., 2009;
  • Соматическая гибридизация и механизм злокачественной трансформации клеток, Тб., 1993.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]