გიორგი განძიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

გიორგი სპირიდონის ძე განძიელი (დ. 1834 — გ. 6 აპრილი, 1906, თბილისი) — ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი.

წარმოშობით იყო თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან. 1863 წელს იყო თბილისის გრენადერთა პოლკის პრაპორშჩიკი, თავი გამოიჩინა ზაქათალის ოლქის აჯანყებულ ლეკებთან ბრძოლაში 1863 წლის 6 ივნისს, მძიმედ დაიჭრა და დაჯილდოვდა წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით. შემდეგ მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში, ხოლო 1877 წლის რუსეთ–თურქეთის ომში მაიორის წოდებით მეთაურობდა ელიზავეტპოლის არარეგულარულ ცხენოსანთა პოლკს. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო მომრიგებელი მოსამართლე ელიზავეტპოლში. 1893 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. არჩეული იყო თბილისის სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ. მოკლეს თბილისში, სასახლის ქუჩაზე მდებარე სარაჯიშვილის სახლში განთავსებული ამ საზოგადოების გაძარცვის დროს 1906 წელს. დაკრძალეს დიდუბის ეკლესიის ეზოში. ცოლად ჰყავდა ნადეჟდა გაბრიელის ასული მამაცაშვილი.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Путеводитель по Кавказскому военно-историческому музею. 5-е изд. Тифлис: Тип. Штаба кавказского военного округа, 1915, – გვ. 172-173.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგი სპირიდონის ძე განძიელი. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები 1897-1927 წლები“ (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა);
  • გიორგი სპირიდონის ძე განძიელი. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა“ (ილიას უნივერსიტეტი).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]