გიორგი გაბაიძე
| გიორგი გაბაიძე | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 1 თებერვალი, 1988[1] (38 წლის) |
| დაბადების ადგილი | ხიხაძირი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
| ფსევდონიმი | მატადორი |
| საქმიანობა | პოეტი[1] |
| ეროვნება | ქართველი |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| ჟანრი | პოეზია |
| დებიუტი | „მკვდარი პოეტის მთვარე“ (2006) |
| Magnum opus | შენ ელი |
| ჯილდოები |
2011 — ჟურნალ „ლიტერატურული მესხეთის“ ლიტერატურულ კონკურსი „პოეზიის დღე-შოთაობა“, პრემია; |
| მეუღლე | სოფია თოლორდავა |
|
გავლენა მოახდინეს | |
| საიტი | biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=გაბაიძე%20გიორგი |
გიორგი გაბაიძე (დ. 1 თებერვალი, 1988, ხიხაძირი, ხულოს მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. ელექტრონული ბიბლიოთეკის www.Litclub.ge -ს დამფუძნებელი და მმართველი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ლექსების წერა დაიწყო 16 წლის ასაკში, 2004 წლიდან. 2006 წელს გამოვიდა მისი პირველი პოეტური კრებული „მკვდარი პოეტის მთვარე“; 2008 წლის ბოლოს გამოიცა მეორე — „მომავლის მონატრება“. 2009 წელს გამოსცა კრებული „დაუსრულებელი წერილი“ (თანაავტორობით: ჰენრი დოლიძესთან, თაკო დიოგიძესთან და გიორგი ჭეიშვილთან). 2010 და 2015 წელს გამოიცა ლექსების კრებული „ა ბ გ დ“ (თანაავტორობით: როინ აბუსელიძესთან, აჩი ბერიძესთან, ჰენრი დოლიძესთან). 2011 წელს გამოვიდა კიდევ ერთი კრებული „მეცხრე ტალღა“ (თანაავტორობით: როინ აბუსელიძესთან, აჩი ბერიძესთან, გენრი დოლიძესთან, ქალთამზე სურმანიძესთან, მერაბ ჯიხაძესთან, ლევან დევაძესთან, მინდია ცეცხლაძესთან). არის ჟურნალ „ლიტერატურული მესხეთი“-ს ლიტერატურული კონკურს „პოეზიის დღე-შოთაობა“-ს სპეციალური (I) პრემიის ლაურეატი. ელექტრონული ბიბლიოთეკის www.Litclub.ge -ს დამფუძნებელი და მმართველი. დაჯილდოებულია ღირსების მედლით (2012).
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „მკვდარი პოეტის მთვარე“ — 2006
- „მომავლის მონატრება“ — 2008
- „დაუსრულებელი წერილი“ — 2009
- „ა ბ გ დ“ — 2010
- „მეცხრე ტალღა“ — 2011
- „შენ ელი“ — 2013
- „ა ბ გ დ“ II — 2015
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2011 — ჟურნალ „ლიტერატურული მესხეთი“-ს ლიტერატურულ კონკურსი „პოეზიის დღე-შოთაობა“, პრემია;
- 2012 — ღირსების მედალი, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, აჭარის განათლებისა და კულტურის სფეროს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი გაბაიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი გაბაიძე დაარქივებული 2017-11-17 საიტზე Wayback Machine. www.litclub.ge-ზე
- 1 2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.