გიორგი ბურდული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ბურდული
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
. – .

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
. – .

დაბადებული20 ივლისი, 1952
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ჯილდოებიბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

გიორგი (გიგა) ბურდული (დ. 20 ივლისი, 1952, თბილისი[1] — გ.) — ქართველი დიპლომატი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

1996 წლის ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციას „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ“ ხელშეკრულების განხილვის კონფერენციაზე (უშიშროების კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე, რეზო ადამიასთან, ერთად). მისმა საქმიანობამ საფუძველი ჩაუყარა 1999 წლის სტამბოლის ისტორიული ხელშეკრულების ხელმოწერას.[2]

1999 წელს, 1999 წლის სტამბოლის სამიტის შემდეგ, ხელი მოაწერა ისტორიულ სტამბოლის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციას უნდა გაეყვანა რუსული სამხედრო ბაზები ვაზიანიდან და გუდაუთიდან 2001 წლის 1 ივლისამდე.[3]

2002 წლის 8-10 აპრილს ხელმძღვანელობდა ათენში საქართველოსა და საბერძნეთს შორის პოლიტიკურ კონსულტაციებს, რომელთა მთავარი თემა საქართველო-საბერძნეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები და სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოგვარება.[4][5]

2006 წლის დეკემბერში გიგა ბურდული გახდა საქართველოს საგარეო ურთიერთობების საბჭოს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი.[6]

2016 წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქართული დიპლომატიის დღეს, ქართული დიპლომატიის განვითარების, საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღვაწლისათვის გიორგი ბურდული, სიკვდილის შემდეგ, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]