გიორგი ბოჭორიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოჭორიშვილი.

გიორგი ბაგრატის ძე ბოჭორიშვილი (დ. 16 ივნისი [ ძვ. სტ. 3 ივნისი], 1919, ტყიბული — გ. 25 ნოემბერი, 2011[1]) — ქართველი ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1960), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1941–1942 წლებში მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1960–1974 წლებში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი იყო, 1974–1981 წლებში ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგეა. გამოიკვლია ცენტრალური ნერვული სისტემის როლი ძვლის ქსოვილის რეგენერაციაში, ერთ-ერთმა პირველმა დანერგა საქართველოში თრომბოემბოლიური დაავადების აქტიური მკურნალობის მეთოდი. შეისწავლის მუცლის ღრუსა და სისხლძარღვთა ქირურგიის, დამწვრობისა და მოტეხილობის მკურნალობის საკითხებს. დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]