შინაარსზე გადასვლა

გიორგი ბერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ბერია
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი ნოემბერი, 1999 (26 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
ინფორმაცია კლუბის შესახებ
პოზიცია ბურჯი
ეროვნული ნაკრები
Giorgi Beria ვიკისაწყობში

გიორგი ბერია საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მორაგბე.

ახალგაზრდული კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში, თბილისში დაბადებული გიორგი ბერია მშობლებთან ერთად საფრანგეთში ორი წლის ასაკში [1] ჩავიდა.

თავდაპირველად, ის სამი წლის განმავლობაში ჯუდოში ვარჯიშობდა, შემდეგ გადავიდა რაგბიში და დაიწყო ვარჯიში ოვერნის სასწავლო ცენტრში.

ის საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების მორაგბე 2018 წლიდან გახდა, 2018 წელს იყო მსოფლიოს ჩემპიონი ნაკრების წევრი, ასევე თამაშობდა მომდევნო წლის ნაკრებში, რომელმაც კვლავ მოიგო ჩემპიონატი

პროფესიული კარიერის დაწყება კლერმონ ოვერნში (2018-2024)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ბერიას დებიუტი კლერმონ-ფერანის კლუბთან ერთად 2018 წლის 20 ოქტომბერს, ევროპის ჩელენჯ თასზე ტიმიშოარა სარასენსთან 70-12 მოგებულ მატჩში შედგა. მოედანზე 51-ე წუთზე ბექა კაკაბაძის ნაცვლად შევიდა.

სასტარტო შემადგენლობაში, როგორც მარცხენა ბურჯმა, პირველად ითამაშა შემდეგ სეზონში, ევროპის თასზე ბასის წინააღმდეგ 52-26 მოგებულ მატჩში[2].

2020-2021 წლების სეზონის დასაწყისში, პენი რავაის და ეტიენ ფალგუსთან კონკურენციაში მყოფი, ის მაინც იღებდა სათამაშო დროს. ის ითვლებოდა კლუბის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ [3][4][5]

2022 წლის იანვარში კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა. 2021-2022 წლების სეზონის ბოლოს, ის გახდა კლუბის სასტარტო მარცხენა ბურჯი.

სეზონის დაწყების შემდეგ ითამაშა მხოლოდ ხუთი მატჩი, ყველა ფინიშერად. 2024 წლიდან პერპინიანის მორაგბეა.

2024 წლის ივნისში პირველად გამოიძახეს საფრანგეთის ნაკრებში, ოცდათორმეტი მოთამაშის სიაში არგენტინაში საზაფხულო ტურის მოსამზადებელ ვარჯიშებზე. ის თამაშებიდ სიაშიც მოხვდა. 10 ივლისს მან საფრანგეთის სარაგბო მაისურით ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშა

20-წლამდელთა ნაკრებში, ბერია იყო მარჯვენა ბურჯი, მაგრამ ოვერნში ის რეგულარულად თამაშობდა, როგორც მარცხენა ბურჯი

  • საფრანგეთის U23 ჩემპიონატის გამარჯვებული 2018 წელს კლერმონთან ერთად
  • 2019 წლის საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალისტი კლერმონთან ერთად
  • 2018 წელს ექვსი ერის 20-წლამდელთა ტურნირის გამარჯვებული საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად
  • 2018 და 2019 წლებში იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად
  1. ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. (2019-05-17).
  2. ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  3. ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. (2020-11-13).
  4. ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. (3 juin 2020).
  5. ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. (2020-05-10).

Fiche de Giorgi Beria sur cybervulcans.net.