გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი
დაბადების თარიღი 26 ივლისი, 1945
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 24 სექტემბერი, 2019 (74 წლის)
თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია ეთნოლოგი, არქიტექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
მშობლები მამა: ნიკოლოზ დავითაშვილი
დედა: ნანა გარსიაშვილი

გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი (დ. 26 ივლისი, 1945, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 24 სექტემბერი, 2019, თბილისი) — ქართველი ეთნოლოგი, არქიტექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი დაიბადა 1945 წლის 26 ივლისს, თბილისში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, არქიტექტორის სპეციალობით. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1967 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში. წლების მანძილზე, როგორც არქიტექტორი, მონაწილეობდა ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში, აფიქსირებდა ტრადიციული არქიტექტურისა და ხალხური გამოყენებითი ხელოვნების ძეგლებს.

აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხელმძღვანელობით მოამზადა და 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც ეძღვნებოდა ქართველ მთიელთა საცხოვრებლის ინტერიერის პრობლემებს.

მთელი ამ წლების მანძილზე გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი სამეცნიერო-კვლევით მუშაობასთან ერთად ეწეოდა აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას. მისი, როგორც მხატვრის ინტერესების სფერო მოიცავდა სახვითი ხელოვნების სხვადასხვა ჟანრების ფართო სპექტრი: ფერწერა, გრაფიკა, პლაკატი, სამეცნიერო ილუსტრაცია, სასაქონლო ნიშანი, ემბლემა, პიქტოგრამა და სხვ.

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი ავტორია 60-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული პუბლიკაციისა, არქიტექტურის, დიზაინისა და ხალხური გამოყენებითი ხელოვნების პრობლემებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტრადიციული დასახლების სტრუქტურის თავისებურებანი საქართველოში: [დასახლების ტიპი, ფორმა და მასთან დაკავშირებული უმთავრესი ტერმინოლოგიები - სოფელი, დაბა, სახლი, ქვეყანა, ხევი, თემი და სხვა]. ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძიებანი. თბილისი, 2004. ტ.6, გვ.285-301.
  • ქართული ტრადიციული საცხოვრებლის ტიპოლოგიისათვის: [საქართველოს ცალკეული კუთხეების XIXს-ის ხალხური ხუროთმოძღვრების ძირითადი განმსაზღვრელი ნიშან-თვისებები-ტრადიციულობა, ხასიათი, ვარიანტები]. საქართველოს სიძველენი. 2003. N4-5, გვ.273-286.
  • ეთნოდიზაინი: მემკვიდრეობითობა და რეალობა (ტრადიციული გამოყენებითი ხელოვნების პრობლემები: [ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით]. ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძიებანი. 2005. N7, გვ.333-355.
  • ტრადიციული დასახლება და საცხოვრებელი ნაგებობანი საქართველოში. თბილისი: შემეცნება, 2005.
  • ოჩხარი: ჯულიეტა რუხაძისადმი მიძღვნილი ეთნოლოგიური, ისტორიული და ფილოსოფიური ძიებანი : კრებული / საქ. მეცნ. აკადემია, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინ–ტი; რედ. დავით მუსხელიშვილი; გარეკანის დიზაინი გიორგი ბაგრატიონ–დავითაშვილისა. თბილისი: მემატიანე, 2002.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]