გიორგი არაბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი არაბული
George Arabuli (გიორგი არაბული).jpg
დაბ. თარიღი 7 მარტი 1991(1991-03-07) (28 წლის)
დაბ. ადგილი ბარისახო, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი და რეჟისორი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი ბარისახოს სკოლა-პანსიონი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
ჯილდოები წინანდლის პრემია

გიორგი არაბული (დ. 7 მარტი, 1991) — ქართველი პოეტი, რეჟისორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ხევსურეთში, დაამთავრა შატილის საშუალო სკოლა. 2009—2013 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე. 2017 წლიდან არის თემურ ჩხეიძის სახელოსნოს წევრი.

პოეზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ დაბეჭდა მისი სადებიუტო ლექსების კრებული „გზაზე გასვლა“ (რედაქტორი: დიანა ანფიმიადი)

2015 წლიდან არის ხელოვნების ფესტივალ „ჩირდილის“ ორგანიზატორი.

2016 წელს გახდა „წინანდლის პრემიის“ ლაურეატი პოეზიაში.

2017 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა გიორგი არაბულის მეორე კრებული „გვრინი“ (რედაქტორი: ზურაბ კიკნაძე ). წიგნი პრემია საბას (2018) ფინალისტია.

გიორგი არაბულის ლექსები თარგნილია ინგლისურ, იტალიურ, შვედურ, ჩეხურ, პოლონურ, უკრაინულ და სომხურ ენებზე.

თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს ათონელის თეატრში პირველი სპექტაკლის პრემიერა – უილიამ საროიანის „ჰეი გესმით ჩემი“.

2013 წლის დეკემბრიდან გიორგი არაბული არის დუშეთის თეატრის მთავარი რეჟისორი.

2014 წელს დუშეთის თეატრში დადგა საბავშვო სპექტაკლი „ჩიპოლინოს თავგადასავალი“.

2014 წელს დუშეთის თეატრში დადგა ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]