გიორგი ანწუხელიძის მწვერვალი
იერსახე
| გიორგი ანწუხელიძის მწვერვალი | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°23′23″ ჩ. გ. 45°13′22″ ა. გ. / 42.38972° ჩ. გ. 45.22278° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე კახეთის მხარე |
| სიმაღლე | 3276,1 მ |
| ქედი | კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი |
გიორგი ანწუხელიძის მწვერვალი — მწვერვალი საქართველოში, დუშეთის, თიანეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ განშტოებაზე, მწვერვალ დიდი ბორბალოს სამხრეთით 3,5 კმ-ში, ზღვის დონიდან 3276,1 მ. წარმოადგენს მდინარეების ალაზნის, იორის, ასევე ფშავის არაგვის წყალგამყოფს.[1]
აღმოაჩინეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ტოპოგრაფიული სამსახურის თანამშრომლებმა სამეცნიერო-სასწავლო ხასიათის ლაშქრობის დროს 2018 წელს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინადადებით ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით მანამდე უსახელო მწვერვალს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა.[1]