გიორგი ამირუცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი ამირუცი
დაბ. თარიღი 1400
დაბ. ადგილი ტრაპიზონი
გარდ. თარიღი 1470
გარდ. ადგილი კონსტანტინოპოლი
მოქალაქეობა ტრაპიზონის იმპერია
ნათესავ(ებ)ი ველი მაჰმუდ-ფაშა

გიორგი ამირუცი (ბერძ. Γεώργιος Αμιρουτζής) (დ. 1400, ტრაპიზონი — გ. 1470, კონსტანტინოპოლი) — პონტოელი ბერძენი რენესანსის ეპოქის მეცნიერი, ფილოსოფოსი და სამოქალაქო მოღვაწე. ცნობილი იყო არა მხოლოდ მისი უღრმესი ცოდნით თეოლოგიასა და ფილოსოფიში, არამედ საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში, მედიცინაში, რიტორიკისა და პოეზიაში. ტრაპიზონის იმპერიის დაცემაში (1461) მისი როლის გათვალისწინებით, ის გვიან ბიზანტიური ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ პიროვნებად არი მიჩნეული.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამირუცი დაიბადა ტრაპიზონში. ისტორიულ წყაროებში პირველად მისი გამოჩენა ფერერა-ფლორენციის საეკელსიო კრებას (1438–1439) უკავშირდება,[1][2] სადაც ის ტრაპიზონის იმპერიის საიმპერატორო დელეგაციის საერო მრჩეველ წარმოადგენდა. თავიდავნე ის ეკლესიების გაერთიანების მომხრე იყო, მაგრამ კონსტანტინოპოლში დაბურნების შემდეგ პაპის უპირატესობის აღიარების წინააღმდეგ გამოდიოდა. პაპის დოკუმენტების თანახმად გიორგის სუბსიდიის სახით 100 ფლორინი გადასცეს, ვარაუდობენ, რომ ამირუცი ამგვარად იქნა მოსყიდული უნიის მხარდასაჭერად.[3] გენუის არქივი ინახავს დოკუმენტებს ამირუცის მიერ იმპერატორ იოანე IV-ის (მმართ. 1429–1459) სახელით წარმოებულ დიპლომატიურ მისიის შესახებ, სადაც ის ითხოვდა დინასტიური ქორწინების დამყარებას კომნენოსების ოჯახსა და გენუის დოჟის, ლოდოვიკო დი კამპოფრეგოზოს, ქალიშვილს შორის.[4]

თანამემამულე ბერძნები ამირუცს აკრიტიკებდნენ, როგორც ოპორტუნისტს, მოღალატეს და რენეგატს. ის ოსმალეთის იმპერიის, დიდი ვეზირის, ველი მაჰმუდ-ფაშას ძმისშვილი იყო და იმ დროსაც, როცა ის ტრაპიზონის იმპერიის კარზე პროტოვესტიარის თანამდებობას იკავებდა, უზარმაზარი წვლილი შეჰქონდა იმპერიის დაცემის პროცესების დაჩქარებაში. ტრაპიზონის ალყის დროს (1461), მან იმპერატორი დავითი (მმართ. 1459–1461) დაიყოლია ოსმალებს დანებებოდა, რათა მოსალოდნელი სისხლისღვრა თავს აერიდებინა. სულთანმა მეჰმედ II-მ (მმართ. 1444–1481) , ტრაპიზონის იმპერატორი, მისი ოჯახის წევრების და იმპერიის სხვა დიდებულებთან (მათ შორის ამირუცი) ერთად კონსტანტინოპოლში გაგზავნა. ტრაპიზონელი მოქალაქეებისთვის ეს შეთანხმება საბედისწერო აღმოჩნდა, სულთანმა ტრაპიზონის მოსახლეობა სამ ჯგუფად დაჰყო; შედეგად ერთი ნაწილი კონსტანტინოპოლში გადაასახლეს, მეორე ჯგუფი სულთნის მონებად გამოცხადდა, ხოლო უკანასკნელ ჯგუფს ნება მიეცა მშვიდად ეცხოვრათ ტრაპიზონის მიდამოებში, თუმცა არა ქალაქის კედლებს შიგნით.[5]

რამდენიმე წლის შემდეგ, ყოფილი მონარქი დავითი მოაკლევინეს. ტრადიციული გადმოცემის თანახმად დავითმა, მისი დისშვილი, თეოდორასგან (დესპინა ხათუნი, აყ-ყოიუნლუს მმართველის, უზუნ-ჰასანის მეუღლე) წერილი მიიღო, სადაც ის ერთ-ერთი მისი ვაჟის ან მისი ძმისშვილის, ალექსიოსის მასთან გაგზავნას მოითხოვდა. წერილი ამირუცის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც, სულთნისთვის ლოიალურობის დასამტკიცებლად ის მეჰმედს გადასცა. სულთანმა ეს ღალატის მტკიცებულებად მიიღო და ყოფილი მონარქი, ვაჟებთან ერთად, სიკვდილით დასაჯა.[6]

გიორგი ამირუცი ოსმალეთის კარზე პოპულარობით სარგებლბოდა და ის მეჰმედის მრჩეველიც გახდა ქრისტიანობისა და ბერძნულ-რომაულ ფილოსოფიის საკითხებში. სულთნის ბრძანებით მას სამფლობელოებიც გადაეცა და მისი ერთ-ერთი ვაჟი, რომელსაც სახელი მეჰმედის საპატივცემულოდ ეწოდა, იმპერიის ბერძნულ სკრიპტორიას ჩაუდგა სათავეში.[7]

როდესაც ოსლამებმა ათენი დაიპყრეს, ამირუცს ერთ-ერთი ტყვე, ათენის დუქსის ქვრივი, შეუყვარდა. მან მასზე ქორწილი მოუსრვა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მისი ცოლი და შვილები ცოცხალი იყვნენ. როდესაც პატრიარქმა იოსებ კოკასმა ამ ქორწინებაზე უარი განაცხადა. ამირუცმა მაჰმუდ ფაშას დახმარებით, პატრიაქი დაამხო და როგორც სასჯელის ნიშანი, აიძულა მისთვის წვერი მოეპარსათ. მან ასევე დასაჯა და ცხვირი მოაჭრა იმ საეკლესიო მოღვაწეს, რომლის მოქრთამვასაც უშედეგოდ ცდილობდა. ამირუცი კამათელის თამაშის დროს გარდაიცვალა.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bart Janssens, Jacques Noret, Bram Roosen, Peter van Deun, Studies in Greek Patristic and Byzantine Texts Presented to Jacques Noret for his Sixty-Fifth Birthday, 2004, Peeters Publishers, ISBN 90-429-1459-9
  2. Bart Janssens, Peter van Deun, George Amiroutzes and his poetical oeuvre
  3. Карпов, С. П. (Karpov S. P.) (1981). Трапезундская империя и западноевропейские государства в XIII-XV вв. (The Empire of Trebizond and Western European States in the 13th-15th Centuries). Moscow: Moscow University publishing house, გვ. 141. 
  4. Sergei Karpov, Gamer, 1 (2012), p. 78
  5. William Miller, Trebizond: The Last Greek Empire of the Byzantine Era (Chicago: Argonaut, 1926), pp. 105f
  6. Miller, Trebizond, pp. 108f
  7. Anthony Bryer, "The Pontic Greeks before the Diaspora", Journal of Refugee Studies, (1991) 4, 315-334
  8. Miller, Trebizond, p. 112