გიორგი ალასტანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

გიორგი ალასტანელი (დ. უცნობია — გ. 6 ივლისი, 1373) — „პროვინციის მეფე“, ალასტანელების შტოს წარმომადგენელი, ძე ანდრონიკესი. მიიჩნევა დავით VIII-ის შვილიშვილად. ჰყავდა ძმა — დავითი.

მონღოლთა ბატონობის პირობებში საქართველოს ცენტრალური სამეფო ხელისუფლების დასუსტებასთან ერთად ალასტანელი უფლისწულები „გახელმწიფებას“ ცდილობდნენ და „პროვინციის მეფეებად“ იქცნენ, თუმცა გიორგის, როგორც ჩანს, სამეფო კართან კონფლიქტი არ ჰქონია. იგი დაიღუპა თურქებთან ბრძოლაში 1373 წელს. მეფე ალექსანდრე I დიდის მიერ მცხეთის სვეტიცხოველისთვის 1433 წელს გადაცემული შეწირულების წიგნის მიხედვით, კათოლიკოს თეოდორეს გიორგი ალასტანელის სიკვდილის მაგალითით ლაშქარი გაუმხნევებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოდიშელი ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 24.
  • ბერძენიშვილი ნ., ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში, მის წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965;
  • კაკაბაძე ს., მეფე გიორგი, ანდრონიკეს შვილი ალასტანელი, მის წგ.: წვრილი შტუდიები საქართველოს ისტორიის საკითხების შესახებ, ტფ., 1914;
  • ნინიძე დ., "პროვინციის მეფეები" XIV–XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995;
  • ოდიშელი ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის (XIV–XVII სს.), კრ.: XIV–XVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., 1964.