გიორგი აბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

გიორგი გრიგოლის ძე აბაშიძე (დ. 26 თებერვალი[ ძვ. სტ. 13 თებერვალი], 1909, ზედა რგანი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. ?) — ქართველი ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1958), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1962).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მუშაობდა აკადემიკოს გრიგოლ მუხაძესთან (1931–1935, 1938–1941). მონაწილეობდა ხალხინგოლის ბრძოლებში (1938–1939) და მეორე მსოფლიო ომში (1942–1945). 1938 წლიდან განაგებს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ფილტვის ქირურგიის კათედრას. იკვლევს უმთავრესად ფილტვის ქირურგიის საკითხებს. დაამუშავა ფილტვის ზოგიერთი ოპერაციის ახალი ანატომიის საფუძვლები. აღწერა ფილტვის რეზექციის ორიგინალური მეთოდი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]