გიორგიწმინდის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგიწმინდის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდასა და საგარეჯოს შორის. განეკუთვნება ძვ.წ. I ათასწლეულის I ნახევარს.

ძეგლი აღმოაჩინეს 1939 წელს. სამაროვანზე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ისტორიკოსმა სტეფანე მენთეშაშვილმა. ორმოსამარხებში მიცვალებულები ესვენა მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, კიდურებმოხრილი. სამარხებში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, რკინის საბრძოლო იარაღი და ლითონის სამკაული.

მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]