გიორგაძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგაძეები — ქართული გვარი. საქართველოში ცხოვრობს 14 193 გიორგაძე (7415 ქალი და 6778 კაცი).[1] ნაწარმოებია საკუთარი სახელისაგან „გიორგი“. გვარი გავრცელებულია იმერეთში. 2008 წლის მონაცემებით იმერეთის სამ ყველაზე გავრცელებულ გვარს შორისაა.[2] ამავე წლის მონაცემებით გვარი შედის თბილისის შვიდ ყველაზე გავრცელებულ გვარს შორის. 1997 წლის მონაცემებით გვარი საქართველოში გავრცელების მიხედვით მეხუთე ადგილს იკავებდა. გვარი გავრცელებულია არგვეთაში, ბზვანში, ვაკისუბანში, ვანში, ზედა საზანოში, ზოდში, კლდეეთში, კურსებში, მანდიკორში, მირონწმინდაში, გომმუხაყრუაში, რუფოთში, საჯავახოში, სვირში, სიმონეთში, სპეთში, ტობანიერში, ქუთაისში, ღარიხევში, ყუმურში, ძევრში, ჭოგნარში, ასპინძაში, ნიჯგორში, საროსა და ტოლოშში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]