გიორგაული თეთრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გიორგაული თეთრივახტანგ VI-ის მიერ შემოღებული ტერმინი, რომლის საფუძველზე ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრდა შეხედულება, თითქოს გიორგი ბრწყინვალის (1314-1346) ბრძანებით მოიჭრა ქართული ეროვნული მონეტა. ვახტანგ VI ემყარებოდა ბექა-აღბუღის სამართალს, რომელშიც ნახსენებია "გიორგის ჟამის თეთრი". ეს ტერმინი კი გულისხმობს საქართველოში ილხანების სახელით მოჭრილ მონეტას. 1355 წლამდე საქართველოს ზარაფხანებში სხვა მონეტები არ იჭრებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დუნდუა გ., დუნდუა თ., იჭრებოდა თუ არა გიორგაული თეთრი?, «საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები», 2011, [ტ.] 1.
  • დუნდუა გ., სამონეტო მიმოქცევის საკითხისათვის XV საუკუნის საქართველოში, თბ., 1964;