შინაარსზე გადასვლა

გიომ კოლტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიომ კოლტე
ფრანგ. Guillaume Colletet
დაბადების თარიღი 12 მარტი, 1598(1598-03-12)[1] [2]
დაბადების ადგილი პარიზი
გარდაცვალების თარიღი 11 თებერვალი, 1659(1659-02-11)[3] [1] (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი
საქმიანობა პოეტი, მთარგმნელი, დრამატურგი და მწერალი[4]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი

გიომ კოლტე (ფრანგ. Guillaume Colletet, დ. 12 მარტი, 1598, პარიზი — გ. 11 თებერვალი, 1659, პარიზი) — ფრანგი პოეტი, დრამატურგი, მწერალი და მთარგმნელი. საფრანგეთის აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი წევრი (1634 წლიდან, № 23 ადგილი).

ახალგაზრდობაში მუშაობდა სასამართლოში. სარგებლობდა კარგი რეპუტაციით თავის თანამედროვეებში და ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პირის მფარველობა, მათ შორის კარდინალ რიშელიეს მხრიდან. რიშელიემ კოლტე შეიყვანა „ხუთ ავტორთა“ ჯგუფში, რომლებიც წერდნენ ლექსებს კარდინალის დრამატურგიული ჩანახატებისთვის, და ერთხელ პოეტს ექვსი ლექსის შექმნისთვის გადასცა 600 ლივრი.

1634 წელს კოლტე გახდა საფრანგეთის აკადემიის წევრი. მან მრავალი ნაშრომი დაწერა ფრანგული პოეზიის ისტორიაზე (მისი „ფრანგი პოეტების ცხოვრება“ შეიცავს მნიშვნელოვან ბიოგრაფიულ მასალას XVI საუკუნის საფრანგეთში არსებული პოეტური გაერთიანების - პლეადის პოეტებზე) და ლექსის ჟანრების თეორიაზე („ტრაქტატი სონეტზე“ და ამგვარი სხვა კვლევები შევიდა კოლტეს 1658 წელს გამოცემულ წიგნში „პოეტური ხელოვნება“).

გიომ კოლტე იყო ლიტერატურული ჯგუფის „Illustres Bergers“ წევრი, რომელიც აღიარებდა პასტორალურ (ჟანრი ლიტერატურაში, ფერწერაში, მუსიკაში და თეატრში, რომელიც აესტეთიზირებს მშვიდ და უბრალო სოფლის ცხოვრებას) პოეზიას.

ავტორია ლექსების, პასტორალების, ტრაგედიების. როგორც პოეტი, გოამ კოლტე გამორჩეული იყო სონეტებითა და ეპიგრამებით (კრებული „ეპიგრამები“, 1653; „სხვადასხვა ლექსები“, 1656).

თარგმნიდა ნაწარმოებებს, მათ შორის იაკოპო სანაცაროს ქმნილებებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 SNAC — 2010.
  2. Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.