გინეკოლოგია (ვეტერინარია)
ვეტერინარული გინეკოლოგია — კლინიკური დისციპლინა, რომელიც შეისწავლის სასოფლო-სამეურნეო მდედრი ცხოველის სასქესო ორგანოების დაავადებებს, მკურნალობას, პროფილაქტიკას, უნაყოფობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს.
ვეტერინარულ გინეკოლოგიაში გაერთიანებულია საკუთრივ გინეკოლოგია, მეანობა და ანდროლოგია.
ვეტერინარული გინეკოლოგია სწავლობს მდედრ და მამრ ცხოველებში აღწარმოების ფუნქციის დარღვევას, რომელიც გამოწვეულია ცხოველთა არასწორი მოვლაშენახვით, კვებითა და სასქესო ორგანოების დაავადებებით. მეანობა სწავლობს პერიოდს მდედრის სასქესო სიმწიფიდან ნა ყოფიერების დასრულებამდე.
ანდროლოგია შეისწავლის მამრ. ცხოველებში სქესობრივ რეფლექსებს, სასქესო ორგანოების დაავადებებს და მათ მკურნალობას.
სამივე ერთად შეისწავლის ცხოველის განაყოფიერების, მაკეობის და მშობიარობის მიმდინარეობის აუცილებელ პირობებს. ჩვენში ამ დარგის განვითარება დაკავშირებულია საქართველოს ზოო-ტექნიკური სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური დათესვლის კათედრის დაარსებასთან (1938).
2005 წლიდან გინეკოლოგია, როგორც მიმართულება, შედის აგრონომიულ უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტში, სახელწოდებით სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მეანობაგინეკოლოგია და გამრავლების ბიოტექნოლოგია.
ვეტერინარული გინეკოლოგიის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით ვ. ჩირაძეს, კ. გუგუშვილს, გ. კამალოვს, ს. მარგველაშვილს, ა. ჯიქიას, ს. მეცხვარიშვილს, რ. ირემაშვილს, რ. ჭანტურიძეს, ზ. პარკაძეს და სხვებს.
კათედრის თანამშრომლების მიერ შესრულებული სამეცნიერო შრომები ეძღვნება სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა უნაყოფობასა და ბერწიანობას, სასქესო ორგანოების დაავადებებსა და მათ სამკურნალო საშუალებებს. შესწავლილია, აგრეთვე, იმუნოლოგიური ფაქტორების გავლენა ცხოველთა აღწარმოებაზე და სარძევე ჯირკვლის ან თებითი პროცესები (მასტიტები). დამუშავებულია და შექმნილია მათი მკურნალობის რაციონალური მეთოდები და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყურაშვილი თ., ჭანტურიძე რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 11.