გიმნურა
იერსახე
| გიმნურა | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Echinosorex gymnurus | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 40603 | ||||||||||
| გავრცელება | ||||||||||
|
| ||||||||||
| ||||||||||
გიმნურა (ლათ. Echinosorex gymnurus) – ძუძუმწოვარი ცხოველი ზღარბისებრთა ოჯახისა. აქვს 45 სმ-მდე სიგრძის სხეული, 20-21 სმ კუდი, წაგრძელებული დინგი, 44 კბილი. შავი, უხეში ბალნით დაფარული სხეული, მოთეთრო თავი და ყელი. გვხვდება ტაილანდში, სუმატრაზე და კალიმანტანის მთებში. ბინადრობს ხის ფესვებში. მრავლდება წლის ნებისმიერ დროს, ყრის 4-5 ნაშიერს. იკვებება მწერებით. კუდის ფუძესთან მოთავსებული 2 ჯირკვალი გამოყოფს ნივრისსუნიან სითხეს, რითაც გიმნურა იგერიებს მტაცებლებს და იზიდავს მოპირდაპირე სქესის ინდივიდს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 156.
