დევიდ გილმორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გილმორი, დევიდ)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დევიდ გილმორი
David Gilmour Rattle That Lock Tour (21050594044).jpg
დევიდ გილმორი ტურნეს Rattle That Lock დროს, 23 სექტემბერი 2015.
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი დევიდ ჯონ გილმორი
დაბ. თარიღი 6 მარტი, 1946 (1946-03-06) (70 წლის),
კემბრიჯი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი პროგრესული როკი
არტ-როკი
ბლუზ-როკი
საქმიანობა გიტარისტი
ვოკალისტი
სიმღერების ავტორი
პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
ვოკალი
ბას გიტარა
ლეპ სტილ
გიტარა

საქსოფონი
კლავიშებიანი ინსტრუმენტები
ჰარმონიკა
დასარტყმელი საკრავები
აქტიური 1963 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი EMI Columbia, Harvest, Capitol, Columbia, Sony, EMI
ასოციაციები პინკ ფლოიდი, Joker's Wild, კეიტ ბუში, The Orb, პოლ მაკ-კარტნი, ბრაიან ფერი
საიტი davidgilmour.com
აღსანიშნავი ინსტრუმენტები

დევიდ ჯონ გილმორი (ინგლ. David Gilmour; დ. 6 მარტი, 1946) — ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მულტი-ინსტრუმენტალისტი. უფრო მეტად ცნობილია[1], როგორც ჯგუფ პინკ ფლოიდის გიტარისტი. 2012 წლისთვის ჯგუფმა დევიდის მონაწილეობით მსოფლიოში 250 მილიონი ჩანაწერი გაყიდა, მათ შორის - 75 მილიონი აშშ-ში.[2]

გარდა პინკ ფლოიდთან შემოქმედებისა, გილმორი იყო მრავალი შემსრულებლის პროდიუსერი, მათ შორის - The Dream Academy. მას აგრეთვე სოლო კარიერა ჰქონდა. 2005 წელს მან მიიღო ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერის წოდება, მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის.[3] 2008 წლიდან იგი აგრეთვე ფლობს Q-ს ჯილდოს მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.[4] 2011 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნი იგი ყველა დროის უდიდესი გიტარისტების სიაში #14 ადგილზე დაასახელა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დევიდ ჯონ გილმორი დაიბადა 1946 წლის 6 მარტს, კემბრიჯში (ინგლისი).[5] მამა, დაგლას გილმორი გახდა ზოოლოგიის ლექტორი კემბრიჯის უნივერსიტეტში, ხოლო დედა, სილვია (ქორწინებამდე - უილსონი) იყო მასწავლებელი და კინორედაქტორი, რომელიც BBC-ში მუშაობდა. დევიდის დაბადების მომენტისთვის ორივე ცხოვრობდა ტრამპინგტონში (კემბრიჯშირი), მაგრამ 1956 წელს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგ წყვილი საცხოვრება გრანჩესტერ-მედოუზზე გადასახლდა. [6][n 1]

მშობლებმა დიდი გავლენა იქონიეს ბიჭის მხრიდან მუსიკით დაინტერესებაზე და 1954 წელს მან შეიძინა პირველი სინგლი, ბილ ჰეილის "Rock Around the Clock".[8] მისი ენთუზიაზმი მუსიკით გაღვივდა შემდეგ წელს ელვის პრესლის "Heartbreak Hotel"-ით და მოგვიანებით - The Everly Brothers-ის "Bye Bye Love", რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დევიდის გიტარით დაინტერესებაზე. მოგვიანებით ერთი გიტარა მეზობლისგან ითხოვა, მაგრამ არასოდეს დაუბრუნებია. დაკვრის სწავლა თავად დაიწყო, წიგნით და პიტ სიგერის მოსმენით.[9] 11 წლის ასაკში იგი ჩაირიცხვა ჰილზ-როუდზე მდებარე პერსის სკოლაში, რომელიც არ მოსწონდა.[10] იქ მან პინკ ფლოიდის მომავალი გიტარისტი სიდ ბარეტი და ბასისტი როჯერ უოტერსი გაიცნო, რომლებიც იმავე ქუჩაზე მდებარე კემბრიჯის უმაღლეს სკოლაშიც დადიოდნენ.[11]

1962 წელს გილმორმა კემბრიჯის ტექნიკურ კოლეჯში A-დონის თანამედროვე ენების შესწავლა დაიწყო.[10] მიუხედავად იმისა, რომ კურსი ვერ დაასრულა, საბოლოოდ ფრანგული ენა კარგად ჰქონდა ათვისებული.[10] ბარეტიც იმავე კოლეჯში დადიოდა და ლანჩის დროს გილმორთან ერთად გიტარაზე უკრავდა.[10] 1962 წელს დევიდი შეუერთდა ბლუზ-როკ ჯგუფ Joker's Wild-ს. egent Sound Studio-ში (ლონდონი) მათ ჩაწერეს ერთი ერთმხრიანი ალბომი და სინგლი, თუმცა ყოველი მხოლოდ 50 ასლის ოდენობით დაიბეჭდა.[10] 1965 წელს გილმორი ესპანეთისა და საფრანგეთის ქუჩებში ბარეტთან და სხვა მეგობრებთან ერთად ბითლზის სიმღერებს უკრავდა. მათ არც თუ დიდი წარმატება ჰქონდათ და ერთხელ პოლიციის მიერ დაპატიმრებულებიც იყვნენ. მწირი შემოსავლის გამო გილმორი აღმოჩნდა საავადმყოფოში - საკვების უკმარობის გამო. [12] მოგვიანებით ბარეტთან ერთად დევიდი პარიზში გაემგზავრა და ქალაქთან კარავში ცხოვრობდა, რასაც დაერთო ლუვრის მონახულებაც. [13] ამ დროს იგი სხვადასხვა საქმიანობით იყო დაკავებული - იყო როგორც მძღოლი, ასევე მოდის დიზაინერ ოსი კლარკის თანაშემწე.[14]

1967 წლის შუა პერიოდში დევიდი საფრანგეთში რიკი უილსის და უილი უილსონის თანხლებით ჩავიდა (ორივე მანამდე Jokers Wild-ში უკრავდა). ტრიო გამოდიოდა სახელით Flowers, შემდეგ კი - Bullitt, მაგრამ წარმატება არ ჰქონია. კლუბების მფლობელებს მოსმენილი ჰქონდა მათ მიერ შესრულებული ჩარტების ჰიტების ქავერ ვერსიები და არ სურდათ ჯგუფის კონცერტების ორგანიზება. პარიზში ჩასვლის შემდეგ მათ ტექნიკაც მოპარეს.[15] მაისში გილმორი დაბრუნდა ლონდონში, რათა ახალი ტექნიკა შეეძინა. ამ დროს მან მოისმინა პინკ ფლოიდის "See Emily Play", მოგვიანებით კი ბარეტს შეხვდა, რომელმაც, მისდა სამწუხაროდ, მეგობარი ვერ იცნო.[16] Bullitt ინგლისში წლის ბოლოს დაბრუნდა. ტურნეთი უკმაყოფილო ტრიო დაიშალა.[15]

პინკ ფლოიდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წლის დეკემბრის ბოლოს დრამერმა ნიკ მეისონმა გილმორს ჰკითხა, აინტერესებდა თუ არა პინკ ფლოიდში გაწევრიანება. დევიდი დათანხმდა და ჯგუფის მეხუთე წევრად იქცა. თავდაპირველად პინკ ფლოიდი აპირებდა სიდ ბარეტთან, როგორც სიმღერების ავტორთან თანამშრომლობის გაგრძელებას.[17] ჯგუფის მენეჯერი, პიტერ ჯენერი ამბობდა: „ჩანაფიქრი ასეთი იყო - დეივი დაფარავდა ბარეტის ექსცენტრულობას, ხოლო სიდი იქნებოდა მხოლოდ სიმღერების ავტორი. ანუ კვლავ მონაწილეობა უნდა მიეღო.“. [18] 1968 წლის მარტისთვის ბარეტთან მუშაობა მეტად რთული გახდა, ამიტომ მდგომარეობის განსახილველად პინკ ფლოიდი შეხვდა ბიზნეს პარტნიორებს, ჯენერსა და ენდრიუ კინგს.[19] შეხვედრის შედეგად ბარეტი დათანხმდა, რომ ჯგუფიდან წავიდოდა, ხოლო სხვა მუსიკოსები მის გარეშე განაგრძობდნენ.[20] უოტერსი: „იგი ჩვენი მეგობარი იყო, მაგრამ თითქმის მუდმივად მისი დახრჩობა გვსურდა“.[21] ჯენერმა და კინგმა, რომლებიც ბარეტს ჯგუფის შემოქმედებით გენიოსად თვლიდნენ, გადაწვიტეს მისი ინტერესების დაცვა და ჯგუფთან ბიზნეს-ურთიერთობა დაასრულეს.[22]

ბარეტის წასვლის შემდეგ გილმორი იყო პინკ ფლოიდში წამყვანი ვოკალების დიდი ნაწილის შემსრულებელი. როგორც როჯერ უოტერსი, ასევე კლავიშისტი რიჩარდ რაიტი ხშირად ასრულებდნენ წამყვან ვოკალებს. ალბომების The Dark Side of the Moon და Wish You Were Here უოტერსმა ჯგუფის მართვა საკუთარ თავზე აიღო, როგორც ალბომების Animals და The Wall ძირითადმა ავტორმა. უკანასკნელის ჩაწერისას რაიტი ჯგუფიდან იქნა გაგდებული, ხოლო გილმორთან უოტერსის ურთიერთობა დაიძაბა ფილმის „პინკ ფლოიდი: კედელი“ შექმნისას, ისევე, როგორც ალბომის The Final Cut ჩაწერისას. ჯგუფის მიერ The Wall უკანასკნელად შესრულდა 1981 წლის 16 ივნისს, ერლს კორტში (ლონდონი) და იყო ოთხკაციანი შემადგენლობის უკანასკნელი კონცერტი 2005 წლის 2 ივლისამდე, როდესაც ისინი Live 8-ის ფარგლებში ლონდონის ჰაიდ-პარკში გაერთიანდნენ.[23]

გილმორის გამოსვლა პინკ ფლოიდში 1970-იანებში

1970-იანების ბოლოსთვის გილმორი თვლიდა, რომ მისი მუსიკალური შესაძლებლობები პინკ ფლოიდში საკმარისად არ იყო გამოვლენილი, ამიტომ 1978 წელს გამოსცა სოლო ალბომი David Gilmour, რომელშიც აქცენტი იყო გიტარაზე და ასახული იყო დევიდის, როგორც სიმღერების ავტორის შესაძლებლობები. ალბომისთვის აგრეთვე იწერებოდა სიმღერა, რომელიც პინკ ფლიიდმა "Comfortably Numb"-ის სახით ჩაწერა.[24] იმ რთული ატმოსფეროს გავლენით, რომელიც ახლდა ალბომის The Wall და შემდგომი მხატვრული ფილმის, ისევე, როგორც The Final Cut-ის შექმნას (რომელიც ფაქტობრივად როჯერ უოტერსის სოლო ალბომი იყო), დევიდმა 1984 წელს გამოსცა მეორე სოლო ალბომი About Face.[25] ალბომში იგი შეეხო როგორც პოლიტიკურ თემების, ასევე ჯონ ლენონის მკვლელობას[25] და ურთიერთობებს უოტერსთან. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ ალბომი გამოსცა პინკ ფლოიდისგან დასაშორებლად. ევროპასა და აშშ-ში მან ამ ალბომით ტურნე გამართა, მხარდამჭერი ჯგუფის სახით The Television Personalities-თან ერთად. თუმცა, როდესაც უკანასკნელმა სცენიდან წაიკითხა სიდ ბარეტის სახლის ნამდვილი მისამართი, კოლექტივი ტურნედან მოიხსნა.[26] ბრიტანული ტურნეს დროს ლონდონის კონცერტზე მიწვეული მუსიკოსის სახით გამოჩნდა ნიკ მეისონიც.[27] ტურნეს დასურლების შემდეგ გილმორმა იმუშავა მრავალ მუსიკოსთან, რომელთა შორის იყო ჯგუფი The Dream Academy - ჰიტის "Life in a Northern Town" შემქმნელი.[28]

1985 წელს უოტერსმა განაცხადა, რომ პინკ ფლოიდმა საკუთარი თავი ამოწურა.[29] გილმორმა და მეისონმა მას უპასუხეს პრეს-რელიზით, რომელშიც აცხადებდნენ, რომ განაგრძობდნენ ჯგუფის სახით მუშაობას.[30] გილმორმა საკუთარ თავზე აიღო პინკ ფლოიდის მართვა და ჩაწერა მეისონის და რიჩარდ რაიტის მცირე წვლილით ჩაწერა ალბომი A Momentary Lapse of Reason.[25] რაიტი ჯგუფში იურიდიულად მხოლოდ ხანგრძლივი ტურნეს შემდეგ დაბრუნდა.[25] გილმორი ამბობდა: „ჯგუფის მიმართულებასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემა გვქონდა, სანამ როჯერი წავიდოდა. ჩემი აზრით, სიმღერებში ძალიან დიდი რაოდენობის ტექსტები იყო და მათი მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ მუსიკა იქცა ტექსტის ფონად, და არც თუ შთამბეჭდავად. Dark Side of the Moon და Wish You Were Here ასეთი წარმატებული იყო არა მხოლოდ როჯერის წვლილის გამო, არამედ იმიტომ, რომ მათში იყო მუსიკასა და ტექსტებს შორის უკეთესი წონასწორობა. სწორედ ამას ვცდილობ A Momentary Lapse of Reason-ით - მეტი ყურადღება მუსიკაზე და წონასწორობის დაბრუნება“. 1986 წელს გილმორმა შეიძინა ბორანი Astoria, რომელიც ადაპტირებული იქნა ხმისჩამწერ სტუდიად.[31] პინკ ფლოიდის უკანასკნელი ალბომები, ისევე, როგორც დევიდის On an Island[32] და Rattle That Lock ამ სტუდიაში ჩაიწერეს.

2005 წლის 2 ივლისს გილმორი შეუერთდა პინკ ფლოიდს როჯერ უოტერსთან ერთად, Live 8-ის ფარგლებში. ამ ფონზე იმატა პინკ ფლოიდის ჩანაწერებით დაინტერესებამ და ყველაზე დიდი წარმატება იქონია Echoes: The Best of Pink Floyd-მა.[33] საკუთარი შემოსავალი ამ გამოსვლიდან დევიდმა შესწირა სხვადასხვა დაკავშირებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას.[33] იგი გამოვიდა ინიციატივით, რომ Live 8-ზე გამოსულ სხვა მუსიკოსებსაც მსგავსი ნაბიჯი გადაედგათ. პინკ ფლოიდს აშშ-ში ტურნეს სანაცვლოდ 150 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზეს, რაზეც მისმა წევრებმა უარი განაცხადეს.[34]

2006 წლის 3 თებერვალს იტალიურ გაზეთ La Repubblica-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ დევიდთან, რომელშიც იგი ხაზს უსვამდა იმას, რომ პინკ ფლოიდი სავარაუდოდ აღარასოდეს ჩაატარებდა ტურნეს ან დაწერდა ახალ მასალას. „ვფიქრობ, რაც საკმარისია, საკმარისია. 60 წლის ვარ, მეტი მუშაობის სურვილი არ მაქვს. პინკ ფლოიდი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, კარგი დრო გავატარე, მაგრამ დასრულდა. ჩემთვის ნაკლებად რთულია მარტო მუშაობა.“[35]

Live 8-ზე საუბრისას იგი ამობდა: „ამ ღონისძიების მხარდაჭერის მიზეზი ერთზე მეტი იყო. მეორე იყო დამღლელი და არასასიამოვნო ურთიერთობა როჯერთან, რომელიც გულზე მაწვებოდა. ამიტომ გვსურდა დაკვრა და ამ სიბინძურის უკან დატოვება. მესამე ის არის, რომ ვინანებდი, თუ უარს ვიტყოდი.“ 2006 წლის 20 თებერვლის ინტერვიუში დევიდმა Billboard-თან პინკ ფლოიდის მომავალზე საუბრისას აღნიშნა: „ვინ იცის? ამის გეგმები არ მაქვს. მე მსურს საკუთარი კონცერტები და საკუთარი სოლო ალბომის გამოცემა.“

2006 წლის დეკემბერში გამოვიდა დევიდის მიერ ჩაწერილი "Arnold Layne", როგორც მიძღვნა სიდ ბარეტისადმი, რომელიც იმავე წლის 7 ივლისს გარდაიცვალა. [36] მასში შეტანილია სიმღერის როგორც რიჩარდ რაიტის მონაწილეობით, ასევე დევიდ ბოუისთან ერთად ჩაწერილი ვერსია. [36] სინგლი ბრიტანეთის ჩარტის #19 პოზიციაზე მოხვდა.[37]

2005 წლის Live 8-ზე გამოჩენის შემდეგ გილმორი კვლავ ამბობდა, რომ პინკ ფლოიდი აღარ გაერთიანდებოდა. მას შემდეგ, რაც რიჩარდ რაიტი 2008 წლის სექტემბერში გარდაიცვალა, გაერთიანების შესაძლებლობა საერთოდ გამოირიცხა.[38] ჯგუფის სამივე დარჩენილი წევრი აღნიშნავდა რაიტის როლს პინკ ფლოიდის ჟღერადობაში[39]. 2015 წლის აგვისტოში, ალბომის Rattle That Lock გამოცემამდე ჩაწერილ ინტერვიუებში დევიდმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ პინკ ფლოიდი დასრულებული იყო და აღარ არსებობდა. The Endless River, რომელიც ეფუძნება 1993-1994 წლებში რაიტის მონაწილეობით ჩაწერილ მასალას, 2014 წლის ნოემბერში გამოიცა, როგორც ჯგუფის უკანასკნელი სტუდიური ალბომი.

მუსიკალური სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გილმორი ძირითადად ითვლება წამყვან გიტარისტად. მის სოლოს ახასიათებს ბლუზის გავლენის მქონე ჟღერადობა, ნოტების ექსპრესიული მოხრა და მათი დროში შენარჩუნება. 2011 წელს გილმორი ჟურნალმა Rolling Stone ყველა დროის უდიდესი გიტარისტების სიაში #14 ადგილზე დაასახელა. 2014 წლის იანვარში Guitar World-მა მისი სოლოები სიმღერებში "Comfortably Numb", "Time" და "Money" დაასახელეს ყველა დროის 100 უდიდეს სოლოს შორის (#4, #21 და #62 პოზიციებზე)[40]

პინკ ფლოიდთან მოღვაწეობისას ადრეულ პერიოდში გილმორი უკრავდა Fender Stratocaster-ის რამდენიმე მოდელზე. მისი ცნობილი სოლო სიმღერაში "Another Brick in the Wall, Part 2" ერთი დუბლით არის ჩაწერილი, მონტაჟის და რედაქტირების გარეშე, 1955 წლის Gibson Les Paul Gold Top ტიპის გიტარით, P-90-ის ბგერათამრთმევებით.[41] 1966 წელს გილმორი, როგორც პინკ ფლოიდის წევრი, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. მისი სოლო "Comfortably Numb"-ში კრიტიკოსებმა და მსმენელებმა დაასახელეს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოდ.[42]

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ცნობილია, როგორც გიტარისტი, იგი მულტი ინსტრუმენტალისტია. დევიდს დაუკრავს ბას-გიტარაზე პინკ ფლოიდის რამდენიმე სიმღერაში. იგი აგრეთვე იყენებდა კლავიშებიანებს, სინთეზატორებს, ბანჯოს, ლეპ-სტილ გიტარას, მანდოლინას, ჰარმონიკას და დასარტყმელებს (სიდ ბარეტის "Dominoes"). ის აგრეთვე საქსოფონზეც უკრავს.

მრავალი კრიტიკოსი გილმორის სტილის მიმართ კეთილგანწყობილია. ლანა დი პერნას აღნიშნული აქვს იგი, როგორც პინკ ფლოიდის ჟღერადობის მნიშვნელოვანი ელემენტი.[43] მისი აზრით, დევიდი აგრეთვე არის 1970-იანების ყველაზე მნიშვნელოვანი გიტარისტი. პერნას თქმით, დევიდი არის "კავშირი ჰენდრიქსსა და ვან ჰალენს შორის". 2006 წლის ინტერვიუში გილმორი აღნიშნავს: "[ჩემს] თითებს გამორჩეული ჟღერადობა აქვს...სწრაფად არ უკრავენ, მაგრამ მაინც მცნობენ...ჩემ მიერ მელოდიების შესრულების ტექნიკა უკავშირდება ჰენკ მარვინს და The Shadows-ს".

2006 წელს ჯიმი ბრაუნი, Guitar World-იდან, გილმორის შესრულების სტილს აღწერდა, როგორც „მარტივ, მძლავრ რიფებს, გაბედული სოლოებით და მდიდარი, ემბიენტური აკორდული ტექსტურებით.“ ბრაუნის თანახმად, გილმორის სოლოები სიმღერებში "Money", "Time" და "Comfortably Numb" „იჭრებს მიქსში, როგორც ლაზერის სხივი ნისლში“. ბრაუნი "Time"-ის სოლოს აღწერს, როგორც „გამომეტყველების და მოტივიანი განვითარების შედევრს...გილმორი მოძრაობს და პირვანდელი იდეის განვითარებისას ახორციელებს ნახტომს მაღალ რეგისტრში...გულიანი სამმაგი არპეჯიოებით...“ ბრაუნი წერს, რომ გილმორის სტილი ინტუიციაზე აგებული და მისი, როგორც წამყვანი გიტარისტის, საუკეთესო თვისებაა. გილმორი აღნიშნავდა, რომ თავისი ცნობილი ჟღერადობის მისაღწევად იყენებს ფაზ-ბოქსს, შეყოვნებას და ეკვალაიზერის მარტივ პარამეტრებს.

სოლო პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული სოლო ჩანაწერები, David Gilmour და About Face[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიუსელი, 1984. დევიდის ტურნე About Face

პინკ ფლოიდში მოსვლამდე დევიდმა, გარდა Jokers Wild-ისა, აგრეთვე ჩაწერა ორი სიმღერა ფრანგული ფილმისთვის „ორი კვირა სექტემბერში“ (1967), ბრიჯიტ ბარდოს მონაწილეობით - „Do You Want To Marry Me“ და „I Must Tell You Why“.

1978 წელს, როდესაც როჯერ უოტერსი ამზადებდა მასალას მომავალი ალბომებისთვის The Wall და The Pros and Cons of Hitch Hiking, დევიდმა ჯგუფების Joker’s Wild/Flowers/Bullit წევრებთან – უილი უილსონთან (დასარტყმელები) და რიჩარდ უილისთან (ბას-გიტარა) ერთად ჩაწერა და გამოსცა სადებიუტო სტუდიური სოლო ალბომი David Gilmour. ჩაწერა მიმდინარეობდა 1977 წლის დეკემბრისა და 1978 წლის იანვრის სესიების დროს, სტუდიაში Super Bear (მირაველი, საფრანგეთის სამხრეთი). მოგვიანებით აქ ჩაიწერა The Wall-ის მასალაც. ალბომიდან გამოიცა „There’s No Way Out Of Here“, რომელზეც შეტანილია მისი შემოკლებული ვერსია და „It's Deafinitely“ (სათაურით Deafinitely). David Gilmour კომერციულად წარმატებული არ იყო, ამიტომ მას არც ტურნე მოჰყოლია. ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც დემოს სახით მასზე მუშაობისას მომზადდა, იყო „Comfortably Numb“.

მეორე ალბომი, About Face, დევიდმა 1984 წელს გამოსცა. იგი ჩაიწერა ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის (მაიკლ კემენისა და ბობ ეზრინის დახმარებით), აგრეთვე ჯეფ პორკაროს (დასარტყმელები), სემ ბრაუნის (ვოკალი), სტივ უინვუდის (კლავიშებიანები), ჯონ ლორდის (კლავიშებიანები), როი ჰარპერის და სხვების მონაწილეობით. სიმღერების „Love On The Air“ და „All Lovers Are Deranged“ ტექსტების ავტორი პიტ ტაუნზენდია. ალბომიდან სინგლების სახით ოფიციალურად გამოიცა „Blue Light“ და „Love On The Air“. „All Lovers Are Deranged“ გამოიცა შეზღუდულ პრომო-დისკად. „Blue Light“ და „All Lovers Are Deranged“ გამოვიდა პრომო-ვიდეოების სახითაც, MTV-სთვის.

1984 წლის 31 მარტს დევიდმა დუბლინში (ირლანდია) დაიწყო დევიდის პირველი საკონცერტო ტურნე, რომელიც როჯერის ტურნეს The Pros and Cons of Hitch Hiking კონკურენციას უწევდა, თუმცა ორივე შემთხვევაში, დამსწრე საზოგადოების რაოდენობა მცირე იყო. მოგვიანებით გამოვიდა ვიდეო David Gilmour, რომელსაც აგრეთვე ეწოდება David Gilmour Live 1984 ან Pink Floyd’s David Gilmour. მასში შეტანილია კონცერტი ლონდონის Hammersmith Odeon-იდან. ამ კონცერტზე „There’s no Way out of Here“ დევიდთან როი ჰარპერმა შეასრულა, ხოლო „Comfortably Numb“-ში დასარტყმელებზე ნიკ მეისონმა დაუკრა.

2000-იანები და On an Island[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001-2002 წლებში გილმორმა ლონდონსა და პარიზში გამართა ექვსი ნახევრად აკუსტიკური კონცერტი. მისი საკონცერტო ბენდის შემადგენლობაში შედიოდა რამდენიმე მუსიკოსი და გუნდი. ვიდეო ჩანაწერი გამოვიდა In Concert-ის სახით. [44] 2004 წლის 24 სექტემბერს იგი გამოვიდა უემბლიზე, კონცერტ The Strat Pack-ზე, რომელიც Fender Stratocaster-ის 50 წლიან იუბილეს ეძღვნებოდა.[45]

გილმორის გამოსვლა ფრანკფურტში, 2006

2006 წლის 6 მარტის, გილმორის 60 წლის იუბილეზე გამოვიდა მესამე სოლო ალბომი On an Island.[46] იგი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #1 პოზიციაზე[47], ხოლო გერმანიასა და შვედეთში ხუთეულში იმყოფებოდა.[48] როგორც სოლო შემსრულებელი, დევიდი Billboard 200-ში პირველად მოხვდა, #6 პოზიციაზე.[49] ალბომი ჩაიწერა პროდიუსერების, ფილ მანზანერასა და კრის თომასის მონაწილეობით, ზბიგნევ პრაისნერის ორკესტრირებით[50] და პოლი სემსონის ტექსტებით. მოწვეული მუსიკოსების სახით მის შექმნაში მონაწილეობდნენ დევიდ კროსბი და გრემ ნეში, რობერტ უაიეტი (კორნეტი, პერკუსია), რიჩარდ რაიტი (ორგანი, ვოკალი), [51] ჯულს ჰოლანდი, ჯორჯი ფეიმი, ენდი ნიუმარკი, ბი ჯეი კოული, კრის სტენტონი, უილი უილსონი, ბობ კლოუზი და ლეშეკ მოსძერი.[50] თავად გილმორი, გარდა სხვა ინსტრუმენტებისა, ალბომზე საქსოფონზეც უკრავს.[51] იმავე წლის 10 მარტიდან 31 მაისამდე გაიმართა დევიდის საკონცერტო ტურნე, რასაც მოჰყვა აშშ-ის და კანადის კონცერტებიც. ტურნეს ბენდის შემადგენლობაში შედიოდნენ რიჩარდ რაიტი, დიკ პერი, გაი პრეტი და ჯონ კერინი. ევროპაში ივლისში და აგვისტოში კიდევ რამდენიმე კონცერტი გაიმართა.[52]

2006 წლის 10 აპრილს On an Island-ს კანადაში 100.000 გაყიდული ასლისთვის პლატინის სტატუსი მიენიჭა. 2007 წლის 17 სექტემბერს გამოვიდა როიალ ალბერტ ჰოლის კონცერტების ამსახველი ვიდეო Remember That Night[53], გადაღებული დევიდ მალეტის მიერ.[53] 2006 წლის 26 აგვისტოს გდანსკში გამართული კონცერტის ჩანაწერი აგრეთვე გამოვიდა ალბომის და ვიდეოს Live in Gdańsk სახით, უკვე რიჩარდ რაიტის გარდაცვალების შემდეგ. ეს იყო ტურნეს ყველაზე გაფართოებული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ პრაისნერი და პოლონეთის ფილარმონიული ორკესტრი.[54] ღონისძიება მიეძღვნა მოძრაობა „სოლიდარობის“ იუბილეს.

2009 წლის 25 მაისს დევიდი ისლინგტონში, Crisis-ის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე გამოვიდა, დუეტ Amadou & Mariam-თან ერთად.[55] 2009 წლის 4 ივლისს იგი გამოვიდა ჯეფ ბეკის კონცერტზე როიალ ალბერტ ჰოლში და შეასრულა „Jerusalem“ და „Hi Ho Silver Lining“. 2009 წლის აგვისტოში მან სინგლზე გამოსცა გრემ ნეშის „Chicago – Change the World“-ის ვერსია, რომლის ჩაწერაში მონაწილეობდნენ კრისი ჰაინდი, ბობ გელდოფი და გერი მაკ-კინონი (სინგლი მიზნად ისახავდა უკანასკნელის მხარდაჭერას).[56] აგრეთვე გამოვიდა სიმღერის ოფიციალური ვიდეო.[57]

2010-იანები და Rattle That Lock[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 11 ივლისს გილმორი ოქსფორდშირში ფონდის Hoping მიერ ორგანიზებულ დახურულ საქველმოქმედო საღამოზე გამოვიდა, როჯერ უოტერსთან ერთად.[58] უოტერსმა მოგვიანებით გამოაცხადა, რომ დევიდი მისი ტურნეს The Wall Live ერთ-ერთ კონცერტზე გამოვიდოდა. 2011 წლის 12 მაისს დევიდი გამოვიდა ლონდონის O2-ში, სიმღერაში „Comfortably Numb“ და გამოჩნდა ფინალში, „Outside the Wall“-ის შესრულებით. სცენაზე მასთან ერთად აგრეთვე ავიდა ნიკ მეისონი. [59]

2010 წელს The Orb-მა გილმორთან ერთად გამოსცა ალბომიMetallic Spheres,[60] რომელზეც დევიდი ყველა ემბიენტური კომპოზიციის თანაავტორი და გიტარის შემსრულებელია. 2011 წელს Rolling Stone-მა დევიდი დაასახელა ყველა დროის 100 უდიდესი გიტარისტის სიაში #14 ადგილზე.[61]

გრემ ნეში და ფილ ტეილორი (დევიდის გიტარის ტექნიკოსი) ადასტურებდნენ, რომ გილმორი ახალ ალბომზე მუშაობდა[62][63][64]. ცნობილი იყო, რომ მასზე მუშაობდა დასრულდებოდა 2014 წელს. გილმორის მეუღლე, პოლი სემსონი, ამ ინფორმაციას ადასტურებდა და ამბობდა, რომ ახალი ტექსტები დაწერა.

2014 წლის 29 ოქტომბერს გილმორმა Rolling Stone-ს უამბო, რომ ახალი ალბომის ჩაწერა კარგად მიმდინარეობდა და რჩებოდა რამდენიმე თვე. მისივე თქმით, იგი იმედოვნებდა ალბომის შემდეგ წელს გამოცემას. გარდა ამისა, მან ახსენა ტურნე, თუმცა ეს, მისი თქმით, იქნებოდა, „მოხუცისთვის შესაფერისი ტურნე“. აგრეთვე ითქვა, რომ პინკ ფლოიდის ალბომის The Endless River მხარდამჭერი ტურნე არ გაიმართებოდა, ვინაიდან ეს რიჩარდ რაიტის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.[65][66]

2015 წლის 14 მარტს გილმორმა გამოაცხადა მომავალი, ბრიტანული და ევროპული კონცერტების შესახებ, რომლებიც გაიმართებოდა 2015 წლის სექტემბერში-ოქტომბერში.[67] აგრეთვე ცნობილი გახდა ჩრდილოეთ ამერიკის კონცერტების თარიღებიც, 2016 წლისთვის.[68]

6 ივნისს მესამე სოლო ალბომის სამმა სიმღერამ ირლანდიაში გამართულ ლიტერატურულ ფესტივალზე გაიჟღერა, დევიდის iPhone-ის მეშვეობით. ცნობილი გახდა მომავალი ალბომის სახელწოდებაც - Rattle That Lock.[69][70] ალბომი გამოვიდა 18 სექტემბერს. გარდა სტანდარტული ვერსიისა, აგრეთვე გამოვიდა ვერსია დამატებითი DVD-ის/Blu-ray-ს თანხლებით, რომელშიც შეტანილია საარქივო, 2007 წლის კადრები სტუდიიდან Barn, რომელშიც დევიდი, რაიტი, პრეტი და დრამერი სტივ დისტანისლაო იწერდნენ იმპროვიზაციულ მონაკვეთებს.

საკონცერტო ტურნე Rattle That Lock Tour დაიწყო 2015 წლის 12 სექტემბერს, ბრაიტონში (სადაც დევიდი ამჟამად ცხოვრობს). შემდეგი კონცერტები გაიმართა პულაში, ვერონაში, ფლორენციაში, ორანჟში, ობერჰაუზენში და ლონდონში. დეკემბერში კონცერტები სამხრეთ ამერიკაში გაიმართა.

2015 წლის 14 ნოემბერს გილმორს BBC Two-მ მიუძღვნა დოკუმენტური ფილმი David Gilmour: Wider Horizons[71].

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 22 მაისს გილმორმა მიიღო აივორ ნოველოს ჯილდო, ცხოვრებისეული წვლილისთვის.[72] 2008 წლის შემოდგომაზე მას Q-ს ჯილდო გადაეცა, მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ჯილდო მან მიუძღვნა გარდაცვლილ რიჩარდ რაიტს.[4] 2009 წლის 11 ნოემბერს ანგლია რასკინის უნივერსიტეტმა გილმორს გადასცა დოქტორის საპატიო წოდება.[73]

ტექნიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეფექტების პედლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972-75[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979-81[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dallas Arbiter Fuzz Face (BC109)
  • Electro Harmonix Big Muff (“Ram’s Head”)
  • Electro Harmonix Electric Mistress
  • MXR Dynacomp
  • MXR Phase 90
  • Pete Cornish (ST-2)
  • Pete Cornish - სპეციალური პედალი ვიბრატოს ეფექტით
  • Pete Cornish - ხმის სპეციალური პედალი[75]

2015 (Rattle That Lock)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Effectrode Fire Bottle
  • Effectrode PC-2A კომპრესორი
  • Origin Effects Cali 76 კომპრესორი
  • Demeter Compulator
  • Origin Effects Slide Rig კომპაქტური დელუქს კომპრესორი
  • Effectrode Helios Fuzz
  • Peterson Stomp Classic ტიუნერი
  • BK Butler Tube Driver (“Tube 1”)
  • Lehle parallel L
  • Blackstar HT-Dist
  • Effectrode Tube Drive
  • Seymour Duncan Twin Tube Blue
  • BK Butler Tube Driver (“Tube 2”)
  • Boss GE-7 equalizer
  • MXR Phase 90 (“script logo”)
  • Electro Harmonix (1976-77) Electric Mistress
  • Boss Fet Amplifier FA-1 (Electric Mistress)
  • Effectrode Tube-Vibe
  • Seymour Duncan Shape Shifter Tap Tremolo
  • Coloursound Powerboost (ორიგინალური არაძირითადი ხმის კონტროლი)
  • სპეციალური ძირითადი ხმის კონტროლი Powerboost-ისთვის
  • TRex Replica
  • Providence Chrono Delay
  • Boss DD-2 - ციფრული დაყოვნების ეფექტი[76]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: დევიდ გილმორი

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გილმორს ჰყავს სამი და-ძმა: პიტერი, მარკი და კეთრინი.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gilmour, David. Encyclopedia of Popular Music. Oxford Music Online. წაკითხვის თარიღი: 4 June 2014.
  2. For 250 million records sold see: Pink Floyd Reunion Tops Fans' Wish List in Music Choice Survey. Bloomberg Television (26 September 2007). წაკითხვის თარიღი: 2 August 2012.; For 74.5 million RIAA certified units sold see: Top Selling Artists. RIAA. წაკითხვის თარიღი: 2 August 2012.
  3. Blake 2008, p. 378.
  4. 4.0 4.1 Q Awards 2008 Outstanding Contribution. .qawards.co.uk. წაკითხვის თარიღი: 20 July 2011.
  5. Fitch 2005, p. 115.
  6. Blake 2008: the house in Trumpington; Manning 2006.
  7. Blake 2008, p. 14.
  8. Manning 2006, pp. 10–11.
  9. Blake 2008, pp. 18–19.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 Manning 2006, p. 11.
  11. Blake 2008, pp. 15–17.
  12. Manning 2006: arrested for busking; PINK FLOYD – David Gilmour Photos, Biography, Apparel. Megapinkfloyd.com. წაკითხვის თარიღი: 9 August 2010.: malnutrition.
  13. Manning 2006, p. 18.
  14. Pattie Boyd: Wonderful Tonight, 2007.
  15. 15.0 15.1 Manning 2006, p. 44.
  16. Manning 2006, p. 38.
  17. Mason 2005: (primary source); Povey 2008: (secondary source).
  18. Schaffner 1991, p. 107.
  19. Blake 2008: (secondary source); Mason 2005: (primary source).
  20. Blake 2008, pp. 112.
  21. Blake 2008, pp. 90–113, 112.
  22. Povey 2008, pp. 78–80.
  23. Povey & Russell 1997, p. 185.
  24. Schaffner 1991, pp. 221–222.
  25. 25.0 25.1 25.2 25.3 Miles, Barry (1994). Pink Floyd the visual documentary, Updated, London: Omnibus. ISBN 0-7119-4109-2. 
  26. Schaffner 1991, p. 123.
  27. Blake 2008, p. 304.
  28. Blake 2008, p. 312.
  29. Povey 2008, pp. 240–241, 246.
  30. Povey 2008, p. 240.
  31. Blake 2008, p. 318.
  32. Mabbett, Andy (2010). Pink Floyd – The Music and the Mystery. London: Omnibus,. ISBN 978-1-84938-370-7. 
  33. 33.0 33.1 Pink Floyd gives back. წაკითხვის თარიღი: 2 December 2007.
  34. Pink Floyd offered millions to tour. წაკითხვის თარიღი: 2 December 2007.
  35. Il requiem di David Gilmour "I Pink Floyd? Sono finiti". la Repubblica (3 February 2006). წაკითხვის თარიღი: 20 July 2011.
  36. 36.0 36.1 Mabbett 2010, pp. 140–141.
  37. Arnold Layne chart position. წაკითხვის თარიღი: 4 December 2007.
  38. Booth, Robert. (16 September 2008)Pink Floyd's Richard Wright dies. The Guardian. წაკითხვის თარიღი: 16 October 2013.
  39. afp.google.com, Pink Floyd's Gilmour mourns bandmate Wright. Google (16 September 2008). წაკითხვის თარიღი: 20 July 2011.
  40. 100 Greatest Guitar Solos: 51–100. Guitar World. წაკითხვის თარიღი: 9 August 2010.
  41. Fitch & Mahon 2006, pp. 75–76.
  42. David Gilmour's Guitar Solo is Number 1. Musicjot.com (9 September 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან 11 March 2010-ში.
  43. 100 Greatest Guitarists: David Gilmour. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 30 June 2014.
  44. Povey 2008, pp. 306, 314–315.
  45. Povey 2008, p. 315.
  46. Blake 2008, p. 387.
  47. David Gilmour Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან 3 December 2007-ში. წაკითხვის თარიღი: 4 December 2007.
  48. On an Island music charts. წაკითხვის თარიღი: 4 December 2007.
  49. Top 200 Albums (March 26, 2006). Billboard (25 March 2006).
  50. 50.0 50.1 Povey 2008, p. 298.
  51. 51.0 51.1 Mabbett 2010, pp. 139–140.
  52. Povey 2008, pp. 306–310.
  53. 53.0 53.1 Mabbett 2010, pp. 141–142.
  54. Povey 2008, p. 310.
  55. Pink Floyd news resource. Brain Damage (27 May 2009). წაკითხვის თარიღი: 20 July 2011.
  56. Chicago. წაკითხვის თარიღი: 4 August 2009.
  57. McKinnon Campaign. წაკითხვის თარიღი: 4 August 2009.
  58. Kreps, Daniel. (12 July 2010)Pink Floyd's Gilmour and Waters Stun Crowd With Surprise Reunion. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 20 July 2011.
  59. Pink Floyd bandmates reunite at Roger Waters concert. viagogo (16 May 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან 20 October 2013-ში. წაკითხვის თარიღი: 14 October 2013.
  60. The Orb on Gilmour's website. Davidgilmour.com. წაკითხვის თარიღი: 20 July 2011.
  61. Wenner 2011, p. 59.
  62. David Gilmour Recording New Album With David Crosby and Graham Nash. Ultimateclassicrock.com. წაკითხვის თარიღი: 30 June 2014.
  63. Kaye, Ben. (20 November 2013)David Gilmour is recording a new solo album. Consequence of Sound. წაკითხვის თარიღი: 30 June 2014.
  64. David Crosby and Graham Nash to guest on new David Gilmour album. Uncut (22 June 2014). წაკითხვის თარიღი: 30 June 2014.
  65. David Gilmour: There's No Room in My Life for Pink Floyd (29 October 2014). წაკითხვის თარიღი: 9 November 2014.
  66. David Gilmour’s New Album "Coming Along Very Well..." in 2015 (29 October 2014). წაკითხვის თარიღი: 9 November 2014.
  67. 2015 UK and European Live Dates and New Solo Album (4 March 2015). წაკითხვის თარიღი: 4 March 2015.
  68. David Gilmour Shares New Album Details, North America Tour Dates“, Billboard, 16 July 2015. წაკითხვის თარიღი: 18 July 2015. 
  69. David Gilmour’s New Album Title Revealed… (7 June 2015). წაკითხვის თარიღი: 7 June 2015.
  70. David Gilmour previews new solo album Rattle That Lock: Pink Floyd member's first record in 10 years will surface this September (by Alex Young) (7 June 2015). წაკითხვის თარიღი: 7 June 2015.
  71. [1]
  72. Nominees. The Ivor Novello Awards (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან 24 June 2008-ში.
  73. ARU honours Floyd's Gilmour with degree. Cambridge-news.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან 23 May 2012-ში. წაკითხვის თარიღი: 9 August 2010.
  74. http://www.gilmourish.com/?page_id=16
  75. http://www.gilmourish.com/?page_id=20
  76. http://www.gilmourish.com/?page_id=6909

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Musical notes.svg მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.