გიიომ დე სონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გიიომ დე სონი ან გიიომ სონელი (ფრანგ. Guillaume de Saône; გ. 1132) — სონის სენიორი, ანტიოქიის სამთავროს ვასალი. ცოლად ჰყავდა ბეატრის დე სონი, რომლისგანაც შვილი არ ჰყოლია.

იგი იყო რობერ ფულკუას ახლო ნათესავი, სავარაუდოდ ვაჟი და მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო საონის ციხესიმაგრე. მისი მმართველობისას ციხესიმაგრე სახელდახელოდ გაფართოვდა.

ბოემონდ II-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი ცოლი ალისა, ჟოსლენ II-ისა და პონს ტრიპოლელის დახმარებით, 1131 წელს აუჯანყდა მეფე ფულკს, რომელიც ამ დროს ანტიოქიის რეგენტი იყო. აჯანყების მიზეზი ანტიოქიაში ძალაუფლების მოპოვება გახდა. ამ პროცესში გიიომი და ძმა გარენტონი ჩართულნი აღმოჩნდნენ. მათ სხვა ანტიოქელი ბარონებისაგან განსხვავებით, მხარი დაუჭირეს ბეატრისს.

დაიღუპა 1132 წელს, მუსლიმებთან ბრძოლის დროს.[1]

გარდაცვალების შემდეგ, მალევე მისი ქვრივი ცოლად ჟოსლენ II-ს გაჰყვა. გიიომის მემკვიდრე მისი ძმა გახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Reinhold Röhricht: Geschichte des Königreichs Jerusalem. (1100–1291). Wagner, Innsbruck 1898, Digitalisat.
  • Claude Cahen: Note sur les seigneurs de Saone et de Zerdana. In: Syria. Archéologie, Art et histoire. Bd. 12, Heft 2, 1931, ISSN 0039-7946, S. 154–159.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. vgl. Röhricht: Geschichte des Königreichs Jerusalem. 1898, S. 195.