გივი ჯავახაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გივი ჯავახაძე (დ. 2 ივლისი 1927, მაღლაკი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი11 მაისი, 2018, ქუთაისი[1][2]) — ქართველი ფეხბურთელი. მოხსენიებულია ისეთ ფეხბურთელებს შორის, როგორებიც არიან ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი და სხვა. თამაშობდა 1944-1957 წლებში. იყო „ქუთაისის ლოკომოტივის“, „ქუთაისის ტორპედოს“, „თბილისის დინამოსა“ და „ქუთაისის დინამოს“ წევრი.

დაიბადა ქუთაისის მახლობლად, სოფელ მაღლაკში. თამაში დაიწყო ქუთაისის ლოკომოტივში, სადაც კაპიტანი იყო. 1946 წელს შეიქმნა ქუთაისის გუნდი ტორპედო. ჯავახაძეც იქ გადავიდა. როგორც ლოკომოტივში, ისევე ტორპედოში მას კაპიტნის სამკლაური ეკეთა. მალე გადაინაცვლა „თბილისის დინამოში“, სადაც ბორის პაიჭაძე თამაშობდა. მაშინ გუნდს რამდენიმე ლიდერი ჰყავდა, მათ შორის გივი ჯავახაძე. დიდხანს იქაც ვერ გაჩერდა და „ქუთაისის დინამოს“ წევრი გახდა. მას იქ ბევრჯერ უწევდა საბჭოთა ჩემპიონატის ბ კლასში თამაში. მას „პატარა გივიას“ უწოდებდნენ, თავად კი ამბობდა: „ხალხის სიყვარული მათამაშებდა“.

მიუხედავად მისი სურვილისა, კარიერის დასრულება 1957 წელს, მუხლის ტრავმის გამო მოუწია, 30 წლის ასაკში.

გარდაიცვალა 2018 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გარდაიცვალა გივი ჯავახაძე. ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება (14 მაისი, 2018). ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2020.
  2. Джавахадзе Гиви Дементьевич. sport-strana.ru. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2020.