გივი ჭანუყვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭანუყვაძე.
გივი ჭანუყვაძე
დაბადების თარიღი 14 იანვარი, 1924
ცხემლისხიდი
გარდაცვალების თარიღი 13 მაისი, 1984 (60 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს სსრ
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მშობლები მამა: დავით ჭანუყვაძე
ჯილდოები საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე - 1983

გივი ჭანუყვაძე (დ. 14 იანვარი, 1924, სოფ. ცხემლისხიდი, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 13 მაისი, 1984, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1967), საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1983).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1950 წელს. იყო სკკპ წევრი 1948 წლიდან და საქართველოს ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირის („კომსომოლი“) საქალაქო მდივანი 1949–1961 წლებში ძირითადად მოღვაწეობდა თსუ-ში; მონაწილეობდა საქართველო კომუნისტური პარტიის ყრილობებში. მისი ნაშრომები ძირითადად ეხებოდა დასავლური პოლიტეკონომიკის კრიტიკას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]