გივი ჩიღვინაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გივი ჩიღვინაძე
დაბადების თარიღი 1960
დაბადების ადგილი მოხვა
საქმიანობა მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია

გივი ჩიღვინაძე (დ. 1960, მოხვა, საჩხერის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მწერალი.

დაიბადა 1960 წელს საჩხერის რაიონის სოფელ მოხვაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემდეგ მუშაობდა გამომცემლობა „ნაკადულში“, იყო „სალიტერეტურო გაზეთის“ პასუხისმგებელი მდივანი, გაზეთ „შარავანდის“ პასუხისმგებელი რედაქტორი, გაზეთ „რაეოს“ მთავარი რედაქტორის მოადგილე და გამომცემლობა „საუნჯის“ რედაქტორი.

მისი ლექსები, მოთხრობები და საბავშვო ნაწარმოებები იბეჭდება ქართულ საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში. არის ლიტერატურულ კონკურს „პენ-მარათონის“ ოთხგზის ფინალისტი და პრიზიორი, ლიტერატურულ კონკურს „ლექსების გამოფენის“ სამგზის ფინალისტი, წმინდა ნინოს სახელობის ფესტივალის ორგზის გამარჯვებული, გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურს „ერთგულების“ სპეციალური პრიზის მფლობელი, ლიტერატურულ კონკურს „ემიგრანტის წერილის“ გამარჯვებული, ლიტერატურულ კონკურს „თუთას“ ფინალისტი, საბავშვო ლექსების კონკურს „ბუკნაჭოს“ გამარჯვებული, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი.

გამოცემული აქვს თორმეტი წიგნი: მოთხრობებისა და ლექსების კრებულები, საბავშვო წიგნები და ისტორიული გამოკვლევები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]