გივი ჩიქვანაია
გივი ჩიქვანაია (დ. 29 მაისი, 1939, თელავი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 2 აგვისტო, 2018, მოსკოვი, რუსეთი[1]) — ქართველი წყალბურთელი, მწვრთნელი. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გამოდიოდა თბილისისა და მოსკოვის „დინამოს“ გუნდებში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, რუსეთის ფედერაციის სპორტის დამსახურებული ოსტატი (2001).[2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XVII (1960, რომი)[3] და XIX ოლიმპიადის (1968, მეხიკო) მეორე ადგილის პრიზიორი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი (1962, ლაიფციგი), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1968, 1969), საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი (1960, 1962, 1970), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1958, 1964, 1966, 1971, 1972), საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1963), საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი (1959, 1967).
1959–1970 წლებში თამაშობდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში. 1975–1984 წლებში იყო მოსკოვის დინამოს მწვრთნელი, 1984–1988 წლებში მოსკოვის დინამოს — მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით მოსკოველებმა 1985, 1986 და 1987 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგეს, ხოლო 1986 და 1987 წლებში — საბჭოთა კავშირის თასი. 1988–1994 წლებში იყო თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი.
2001 წელს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. იყო რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მწვრთნელი.
ძირითადი შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ტურნირი | მასპინძელი | ადგილი |
---|---|---|---|
1960 | ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები | რომი, იტალია | |
1962 | ევროპის ჩემპიონატი | ლაიფციგი, გდრ | |
1968 | ზაფხულის XIX ოლიმპიური თამაშები | მეხიკო, მექსიკა |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 934, თბ., 2002;
- ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 246, თბ.: პალიტრა L, 2013.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გივი ჩიქვანაია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გივი ჩიქვანაია — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გივი ჩიქვანაია — საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
- გივი ჩიქვანაია — ქართული სპორტი
- გივი ჩიქვანაია — საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
- გივი ჩიქვანაია — წყალბურთის კლუბი „დინამო“ მოსკოვი
- გივი ჩიქვანაია — მემატიანე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დიდი დანაკლისი ქართული წყალბურთისათვის. საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია (2 აგვისტო, 2018). ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2019.
- ↑ ისინი ერთად წერდნენ ქართული წყალბურთის ისტორიას: გივი ჩიქვანაია, ოთარ მიმინოშვილი. lelo.ge (3 აგვისტო, 2020). ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022
- ↑ XVII ოლიმპიური თამაშები 1960, 25 აგვისტო — 11 სექტემბერი. რომი, იტალია.. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2022