გივი ყვარელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გივი ყვარელაშვილი
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი გივი გიორგის ძე ყვარელაშვილი
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 5 სექტემბერი, 1945
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
გარდ. თარიღი 7 ივლისი, 2011 (65 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
წონა -62 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ჭიდაობა
სახეობა თავისუფალი ჭიდაობა
კლუბი „ბურევესტნიკი“ (თბილისი)
„სპარტაკი“ (თბილისი)
„ლოკომოტივი“ (თბილისი).
მწვრთნელი გიორგი როსტიაშვილი
ჯილდოები
საქართველოს ღირსების ორდენი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

გივი ყვარელაშვილი (დ. 5 სექტემბერი, 1945, თბილისი — გ. ივლისი, 2011) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე. იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1998), პოლიციის გენერალ-მაიორი (1994), საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1970). ღირსების ორდენისა (1996) და ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის შსს უმაღლესი აკადემია.

საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების გენერლებს შორის ყველაზე მეტი სპორტული და სამსახურებრივი მიღწევების მქონე. თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო თასის მფლობელი (1974), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1971), ვერცხლისა (1970) და ბრინჯაოს (1968) მედალოსანი. მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. პროფკავშირების საკავშირო სპარტაკიადის სამგზის ჩემპიონი. საქართველოს შვიდგზის ჩემპიონი (მწვრთნელი — გ. როსტიაშვილი). საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარე (1988–1991). საქართველოს შსს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე (1994–2000).

საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი (1965–1976), საბჭოთა კავშირის ნაკრების გუნდის მწვრთნელი (1976–1979). საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საკავშირო კატეგორიის მსაჯი თავისუფალ ჭიდაობაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი. მიღებული აქვს მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის.

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.[1]

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • 1st პირველი ადგილი: 1971 (მსუბუქი წონა)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • 2nd მეორე ადგილი: 1970 (მსუბუქი წონა)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • 3rd მესამე ადგილი: 1968 (ქვემსუბუქი წონა)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 911, ISBN 99928-20-32-2.
  • დოლიძე ლ., გენერლები საქართველოდან, გვ. 699, თბ., 2003;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გივი ყვარელაშვილი (1945–2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-22. ციტირების თარიღი: 2022-01-22.