გივი სმირი
გივი სმირი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
9 მაისი, 1945 ახალი ათონი, გუდაუთის მუნიციპალიტეტი, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი |
18 ნოემბერი, 2016 (71 წლის) ახალი ათონი, გუდაუთის მუნიციპალიტეტი, საქართველო |
გივი სმირი (აფხ. Гиви Шамел-иԥа Смыр; დ. 9 მაისი, 1945 — გ. 18 ნოემბერი, 2016) — აფხაზი მხატვარი და მოქანდაკე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინტერესი მღვიმეების მიმართ პატარა ასაკშივე გაუჩნდა.[1] 1961 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიცია ახალი ათონის მიდამოებში შეუდგა ლიტერატურაში მანამდე უცნობი კარსტული უფსკრულის შესწავლას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში „უძირო ორმოს“ სახელით იყო ცნობილი. „უძირო ორმოს“ პირველ იერიშში მონაწილეობდნენ გეოგრაფები არსენ ოქროჯანაშვილი, ბორის გერგედავა, ზურაბ ტინტილოზოვი და ახალი ათონის მკვიდრი გივი სმირი.[2] 1992-1993 წლებში მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის ომში სეპარატისტების მხარეს. იყო გუმისთის თავდაცვითი ხაზის 1-ლი ბატალიონის შტაბის უფროსი. მოგვიანებით მეთაურობდა მეოთხე მოტომსროლელთა ბატალიონს.[3] 2001–2016 წლებში იყო ახალი ათონის მღვიმური კომპლექსის დირექტორი.[1]
აფხაზეთის ომის შემდეგ, ახალი ათონის მღვიმის დარბაზ „სოხუმს“ სახელი გადაარქვეს და უწოდეს „გივი სმირის“ სახელობის დარბაზი.[4] დაჯილდოებულია ლეონის ორდენით.[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Гиви Смыр: я обнаружил пещеру, когда мне было 16
- ↑ ზურაბ ტინტილოზოვი, ახალი ათონის მღვიმე, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1975. — 3–39 გვ.
- ↑ Газета "Республика Абхазия" | Главная. gazeta-ra.info.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-22. ციტირების თარიღი: 2023-05-18.
- ↑ ახალი ათონის მღვიმის დახასიათება. dpashka.narod.ru.
- ↑ Церемония прощания с Гиви Смыр прошла в Новом Афоне