გივი სისაური
იერსახე
გივი სისაური (დ. 15 აპრილი, 1971, თბილისი, საქართველოს სსრ) — კანადაში მოღვაწე ქართველი მოჭიდავე.
დაიბადა თბილისში (საქართველოს სსრ) ჭიდაობა 10 წლის ასაკში დაიწყო.[1]
სისაურს 57 კგ. წონით კატეგორიაში მოგებული აქვს ვერცხლის მედლები 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე,[2] და 1995 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ატლანტაში. 58 კგ-ში, 2001 წელს, მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი სოფიაში (ბულგარეთი), 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თეირანში (ირანი) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მან კიდევ ერთი ბრინჯაო 1997 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კრასნოიარსკი (რუსეთი) მოიხვეჭა. მოგებული აქვს 2002 წლის თანამეგობრობის თამაშებიც.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროფილი CAWA-ზე დაარქივებული 2011-07-06 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Team Canada profile“. CANOE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-21. ციტირების თარიღი: 2013-11-29.
- ↑ Igali prepared to defend wrestling world title. CBC.ca (20 ნოემბერი, 2001).
- ↑ „Igali completes Canadian sweep“. BBC News. 4 აგვისტო, 2002. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)