გივი ლომიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გივი ლომიძე
Givi Lomidze.jpg
დაბადების თარიღი 2 მაისი, 1983 (1983-05-02) (37 წლის)
ხარაგაული, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სასულიერო სემინარია
საქმიანობა თეოლოგი
წოდება თეოლოგიის დოქტორი

გივი ლომიძე (დ. 2 მაისი, 1983, ხარაგაული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) — ქართველი თეოლოგი, თეოლოგიის დოქტორი, პედაგოგი, მეცნიერებისა და ხელოვნების ევროპული აკადემიის წევრი 2019 წლის მარტიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გივი ლომიძე დაიბადა 1983 წლის 2 მაისს, ხარაგაულში. 2000 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 2004 წელს დაასრულა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით.

2008-2014 წლებში სწავლობდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბავარიაში, აიხშტეტ-ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტის (გერმ. Katholische Universität Eichstätt-Ingolstadt) თეოლოგიის ფაკულტეტზე. 2015 წელს, ბერლინში, გერმანულ ენაზე, წიგნად გამოსცა სადოქტორო ნაშრომი, რის საფუძველზეც მიენიჭა თეოლოგიის მეცნიერებთა დოქტორის აკადემიური ხარისხი (Dr. theol.).[1][2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლიდან არის ავსტრიაში ვენის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის ჰაბილიტანტი, რომლის დასრულების შემდეგ მას სრულყოფილი პროფესორის სტატუსი მიენიჭება. 2016 წლის ივნისში დაინიშნა ვენის ინტერნაციონალურ-თეოლოგიურ ინსტიტუტში ეკლესიის ისტორიის პედაგოგად. ამავე წლის 1 სექტემბრიდან იგი ლექციებს კითხულობს. 2017 წლის 30 მარტს, გერმანელ პროფესორთან ერთად, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დააფუძნა „იოანე დამასკელის სახელობის ვენის სტუდენტური სახლი“.[3] გივი ლომიძე 2019 წლის ივნისიდან „წმიდა ეფრემ ასურის სახელობის აღმოსავლურ-დასავლური სასწავლო სამეცნიერო ცენტრის“ თანადამფუძნებელია.[4] 2019 წლის მარტში აირჩიეს მეცნიერებისა და ხელოვნების ევროპული აკადემიის (European Academy of Sciences and Arts) წევრად.[5]

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გივი ლომიძე არის რამდენიმე სამეცნიერო თეოლოგიური მონოგრაფიის, პუბლიკაციის, სტატიისა და სამეცნიერო მოხსენებების ავტორი ქართულ და გერმანულ ენებზე. არის საერთაშორისო თეოლოგიური სემინარების ორგანიზატორი სხვადასხვა ქვეყანაში.[6][7]

მონოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Die früheste georgische Rezeption des Weihnachtskanons des Johannes von Damaskus in den Textversionen des Iovane Zosime, des Mikael Modreḳili, des ältesten georgischen Menaions und des Giorgi Mtac̣mideli. Einleitung – Text – Übersetzung – Kommentar (Forum Orthodoxe Theologie 14), ბერლინი. 2015.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Givi LOMIDZE -European Academy of Sciences and Arts. members.euro-acad.eu. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2019.
  2. Givi Lomidze - lit verlag. www.lit-verlag.de. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2019.
  3. Wiener Studienhaus Johannes von Damaskus. w-studienhaus-johannesdamaskus.jimdo.com. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2019.
  4. Wissenschaftliches Zentrum für Orient&Okzident-Studien. www.step-wien.at. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2019.
  5. Givi LOMIDZE -European Academy of Sciences and Arts. members.euro-acad.eu. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2019.
  6. მეთერთმეტე სემინარი სურამისა და ხაშურის ეპარქიაში. khashurinews.ge. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2019.
  7. საერთაშორისო კონფერენცია „ერთნი ნათლობაში“. sabauni.edu.ge. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2019.
  8. Lomidze, Givi - Monographie. edoc.ku-eichstaett.de. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2019.