გივი დეკანოიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გივი ილარიონის ძე დეკანოიძე (დ. 3 აპრილი, 1927, სოფ. მერჯევი, ახლანდ. საჩხერის მუნიციპალიტეტი, — გ. 24 მაისი, 1984, თბილისი) — ქართველი ენტომოლოგი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1978).

დაამთავრა თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მეაბრეშუმეობის ფაკულტეტი (1949). 1952 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1979–1984 წლებში იყო აგრონომიის ფაკულტეტის დეკანი, 1981–1984 წლებში — ენტომოლოგიის კათედრის გამგე, 1978-1984 წლებში — საქართველოს ენტომოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარე. გამოიკვლია ვაზისა და თუთის კულტურების ენტომო- და აკაროფაუნა. შეისწავლა უმთავრესი სახეობების ბიოეკოლოგია, დაადგინა საქართველოში გავრცელებული ჭიჭინობელების ტაქსონომიური შედგენილობა, აღმოაჩინა და აღწერა ახალი სახეობა — ვაზის ჭიჭინობელა [Erythroneura imeretina (Dekanoidze)]. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვაზის კულტურის მავნებელი, თბ., 1964;
  • თუთის ხის მავნებელ-დაავადებანი და მათთან ბრძოლა, თბ., 1972;
  • ენტომოლოგია, თბ., 1974 (თანაავტ. ირ. ბათიაშვილი); ფიტოაკაროლოგია, თბ., 1981;
  • სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ტკიპები და მათთან ბრძოლის თანამედროვე ღონისძიებები, თბ., 1982.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]