გივი გოგბაიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გივი გოგბაიძე (ოგბაიძე) — გიორგი სააკაძის თანამებრძოლი. ხალხური პოეზიის მიხედვით, თავი ისახელა მდინარე ქსნის ხეობაში მომხდარ სამდღიან ბრძოლაში (1625), როდესაც ქართველებმა გიორგი სააკაძის მეთაურობით თითქმის მთლიანად ამოჟლიტეს სპარსელთა ლაშქარი. ამ დამარცხებით სპარსელებმა დაკარგეს ის უპირატესობა, რაც მათ მარაბდის ბრძოლის გამარჯვებით მოიპოვეს. გივი თავისი პიროვნული სიმამაცისა და ძლიერების გამო ხალხურ პოეზიაში შედარებულია „ხართან“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლეონიძე გ., ჩემი უბის წიგნაკიდან (შენიშვნები, დაკვირვებანი, ცნობები, მასალები), «ლიტერატურული გაზეთი», 1960, # 28;
  • ქართული ხალხური პოეზია. ისტორიული ლექსები, ტ. 11. შეადგინა, ვარიანტები და შენიშვნები დაურთო ქს. სიხარულიძემ, თბ., 1984;
  • ჯავახიშვილი ნ., ოგბაიძენი (საგვარეულოს ისტორიისათვის), თბ., 2005.