გივი გზირიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გივი გზირიშვილი (დ. 29 დეკემბერი, 1927, თბილისი; გ. 5 აპრილი, 2003) — ქართველი ექიმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1946–1970 წლებში იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1970–1973 წლებში უროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1973 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის დოცენტი; კათედრის ასპირანტის საკვალიფიციო თემის ხელმძღვანელი. ავტორია 101 სამეცნიერო ნაშრომისა, გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია: „კუჭის ექსკრეციული ფუნქციის საკითხისათვის“, 1957 წელს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „კუჭსა და თირკმელებს შორის ურთიერთ დამოკიდებულების საკითხი“, დაიცვა 1957 წელს.

იყო ევროპის უროლოგთა ასოციაციის წევრი და საქართველოს უროლოგთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წინამდებარე ჯირკვალი (პროსტატა) (ავტორი). - თბილისი, ჯისიაი, 1999. - 152გვ.. - ISBN: 99928-21-09-4
  • კუჭის ექსკრეციული ფუნქციის საკითხისათვის : (ექსპერიმ.-კლინ. გამოკვლევა) (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1957. - 157გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]