გივი ბაგრატიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გივი ბაგრატიშვილი
დაბ. თარიღი 1 სექტემბერი 1928(1928-09-01)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 7 დეკემბერი 1990(1990-12-07) (62 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

გივი დავითის ძე ბაგრატიშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1928, თბილისი — გ. 7 დეკემბერი, 1990, იქვე) — ქართველი ქიმიკოსი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1985). პ. მელიქიშვილის (1965) და დ. მენდელეევის (1981) სახელობის პრემიების დაურეატი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (1994, სიკვდილის შემდეგ).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1956-1966 იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1966-1974 — ნახევრად გამტარულ ხელსაწყოთა ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე. 1974-1990 მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში განყოფილების გამგედ. ბაგრატიშვილის ძირითადი შრომები ეხება ნახევრად გამტარებისა და დიალექტული აფსკების გამყოფ საზღვარზე მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებს. დაამუშავა ახალი ტიპის დიალექტრული აფსკების მიღების ტექნოლოგია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]