გივი ახვლედიანი
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 17 ივლისი, 1918 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
გარდ. თარიღი | 29 აგვისტო, 2003 (85 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“, მედალი „მამაცობისათვის“, შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი და მეგობრობის ორდენი |
გივი ახვლედიანი (დ. 17 ივლისი, 1918, ტფილისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — გ. 29 აგვისტო, 2003, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი ფრენბურთელი და კალათბურთელი, მწვრთნელი. ფრენბურთს თამაშობდა თბილისის „ნაუკასა“ და „ლოკომოტივში“, მოსკოვის ცსკა-ში (1952–1955) და სსრკ ნაკრებში (1951–1952). 1960–70-იან წლებში იყო სსრკ ვაჟთა და ქალთა ნაკრებების, ასევე მოსკოვის ცსკა-ს ვაჟთა და მოსკოვის „დინამოს“ ქალთა გუნდების მთავარი მწვრთნელი.
მსოფლიოსა (1952) და ევროპის (1951) ჩემპიონი, სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1952–1955). მისი ხელმძღვანელობით სსრკ ქალთა ნაკრები გახდა XIX და XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1968, მეხიკო და 1972, მიუნხენი), მსოფლიოს ჩემპიონი (1970), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1967, 1971, 1975). სსრკ ვაჟთა ნაკრები მისი თავკაცობით ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (1960, 1962). მისივე ხელმძღვანელობით ცსკა-მ (1960, 1962) და „დინამომ“ (1968, 1972) ორ-ორჯერ მოიგეს ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი.
ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ აღიარა მსოფლიოს XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად. შეყვანილია ქალაქ ჰოლიოკში (აშშ) მდებარე ფრენბურთის დიდების დარბაზში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951), საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1960).
კალათბურთს თამაშობდა თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდის გუნდში,[წყარო არ არის მითითებული 432 დღე] რომლის შემადგენლობაში 1946 წელს სსრ კავშირის ჩემპიონი გახდა.
ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი | ტურნირი | მასპინძელი | ადგილი |
---|---|---|---|
1951 | ევროპის ჩემპიონატი | პარიზი, საფრანგეთი | ![]() |
1952 | მსოფლიო ჩემპიონატი | მოსკოვი, სსრკ | ![]() |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 297.
- ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 327, თბ.: პალიტრა L, 2013.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გივი ახვლედიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გივი ახვლედიანი — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გივი ახვლედიანი — ქართული სპორტი
- დაბადებული 17 ივლისი
- დაბადებული 1918
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 29 აგვისტო
- გარდაცვლილი 2003
- მოსკოვში გარდაცვლილები
- ვიკიპედია:სტატიები წასაშლელი დებულებებით
- ქართველი ფრენბურთელები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- ტროეკუროვის სასაფლაოზე დაკრძალულები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალრები
- საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები
- ქართველი კალათბურთელები