გივატ შმუელი
ქალაქი | |||
---|---|---|---|
გივატ შმუელი גִּבְעַת שְׁמוּאֵל | |||
| |||
ქვეყანა | ისრაელი | ||
მუნიციპალიტეტი | ცენტრალური რაიონი (ისრაელი) | ||
კოორდინატები | 32°04′41″ ჩ. გ. 34°50′56″ ა. გ. / 32.07806° ჩ. გ. 34.84889° ა. გ. | ||
მერი | იოსი ბროდნი (ებრაული სახლი) | ||
დაარსდა | 1944 წ. | ||
ფართობი | 2 579 დუნამი 637 აკრი ან 2 579 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 50 მეტრი | ||
მოსახლეობა |
2022 წ.
| ||
სიმჭიდროვე | 11 000 (29 000 კვ. მილი) კაცი/კმ² | ||
ეროვნული შემადგენლობა |
| ||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.givat-shmuel.muni.il/ | ||
გივატ შმუელი (ებრ. גִּבְעַת שְׁמוּאֵל, ლიტ. 'სამუელის მთა') — ქალაქი ისრაელის ცენტრალურ რაიონში. ქალაქი მდებარეობს გუშ-დანის მეტროპოლიტენის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთიდან შემოსაზღვრულია რამათ-განითა და ბნეი-ბრაკით, სამხრეთიდან კირიათ-ონოთი და ჩრდილო-აღმოსავლეთით პეტა ტიკვათი. 2022 წელს მისი მოსახლეობა შეადგენდა 28 994 ადამიანს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გივატ შმუელი დაარსდა 1944 წელს. ქალაქს უწოდეს ფოშანში სიონისტური კონგრესის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ბაზელის პირველი სიონისტური კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის, რუმინელების სიონისტური ლიდერის, სამუელ პინელესის სახელი. 2007 წლის 5 ნოემბერს, ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოიწვია სარეკომენდაციო კომიტეტი, რათა გივატ შმუელის მუნიციპალური სტატუსი 'ქალაქის' სტატუსით შეეცვალა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წლის დასასრულს, გივატ შმუელის მოსახლეობა შეადგენდა 26 578 ადამიანს, რასაც ახასიათებდა 2.1% ზრდის ტემპი და ახალი ნაგებობების აშენების შემდგომ, დაგეგმილი იყო ქალაქის მოსახლეობის მომატება 40 000 მოსახლემდე. მოსახლეობა არის შერეული რელიგიურ/სეკულარული, ხოლო სოციო-ეკონომიკური მაჩვენებელი დგას 8/10-ზე.
ინგლისურად მოლაპარაკე ქვეყნების იმიგრანტებს შორის, გივატ შმუელი არის ისრაელის იმიგრანტების ყველაზე დიდი თემის სამშობლო,[1] დაახლოებით 950 სტუდენტით, ახალგაზრდა პროფესიონალით, ახალდაქორწინებული წყვილებით და ახალგაზრდა ოჯახებით. ქალაქს ასევე აქვს „წარმატებული ალიას“ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი[2] – იმიგრანტების რიცხვი, რომელიც ისრაელში რჩება 5 წლის შემდგომ. 2013 წლიდან მოყოლებული, ნეფეშ ბნეფეშმა ორგანიზება გაუკეთა სხვადასხვა ღონისძიებას და აქტივობასა და სამუშაოს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, პროგრამირების გაუმჯობესების მიზნით. შესაბამისად, გივატ შმუელის თემი ფორმირდა და ტერიტორიაზე შეიქმნა ინგლისურად მოლაპარაკე აქტივობების ინფრასტრუქტურული ჩონჩხი.[3]
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დღიური ზრუნვის და სკოლამდელი განათლება: 2020–2021 წლებში არსებობდა 45 სახალხო სკოლამდელი (სეკურალური და ეროვნულ-რელიგიური, სპეციალიზებული და რეგულარული განათლება და მონტესორის არჩევანი) და ბევრი კერძო სკოლამდელი და დღიური ზრუნვის დაწესებულება.
- დაწყებითი განათლება: ქალაქში არსებობს ორი სეკულარული დაწყებითი სკოლა, იგალ ალონი და ბენ გურიონი და სამი ეროვნულ-რელიგიური დაწყებითი სკოლა, მორეშეტ ზვულუნი, მორეშეტ მენაჩემი და მორეშეტ ნერია.
- საშუალო განათლება: ქალაქში არის სეკულარული საშუალო სკოლა ტიჩონ გივატ შმუელი და ორი ეროვნულ-რელიგიური საშუალო სკოლა: ულფნანათ ამითი გოგონებისთვის და იეშივათ ბნეი აკივა ბიჭებისთვის. ზოგიერთი მოსწავლე სკოლაში დადის ქალაქის ფარგლებს გარედან. 2019–2020 წლებში, გივატ შმუელის საშუალო სკოლის მოსაწავლეების 96.5%-მა მიიღო გამოსაშვები გამოცდების სერთიფიკატი.
- უმაღლესი განათლება: გივატ შმუელის სამხრეთ-დასავლეთ კიდესთან არის ბარ ილანის უნივერსიტეტის კამპუსი. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად რამატ განში არის ბაზირებული, კამპუსი ბოლო წლებში ფართოვდება ისე, რომ, დღესდღეობით, სამხრეთ რამატ ილანის უბანს ჰყოფს (ან, აკავშირებს) გივატ შმუელის დანარჩენი ქალაქისგან.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაკაბის ჰაბიკა, ანუ ყოფილი ელიტზურ გივატ შმუელი, არის კალათბურთის გუნდი, რომელიც ლიგატ ჰაალში თამაშობდა და ისრაელის კალათბურთის უმაღლეს დივიზიონში გამოდიოდა, სანამ 2007 წელს ქვედა ლიგაში დაქვეითდებოდა. 2003 წელს გუნდმა მიაღწია სახელმწიფო თასის ფინალს, მაგრამ თელ-ავივის მაკაბისთან დამარცხდა.
2010 წელს წლიური 10 კილომეტრიანი რბოლა გაიხსნა 350 მორბენალით მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასასვენებელი და სპორტული ცენტრი დაახლოებით 32 დუნამის (8 ჰექტარი) ფართობზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ გივატ შმუელში დაარსდა. ცენტრი აერთიანებს ჩოგბურთის კორტებს, ფიტნეს დარბაზებს, საცურაო აუზებს, როლიკებით სასიარულო და საციგურაო მოედანს, კაფეტერიას და სხვა სერვისებს, წყლის პარკთან ერთად, რომელიც დაახლოებით 5 დუნამის (1.25 ჰექტარი) ფართობს მოიცავს.[4]
ქალაქის ცენტრში არის ისრაელი ასტრონავტის, ილან რამონის სახელობის პარკი, რომელიც დაიღუპა კოსმოსური შატლის კოლუმბიის კატასტროფაში..
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამორჩეული პიროვნებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლევანა მოშონი (დაიბადა 1952 წელს), მწერალი, ჟურნალისტი, მასწავლებელი და ბავშვთა მთხრობელი.
- ტალი გოტლიბი (დაიბადა 1975 წელს), ქნესეტის ლიკუდის წევრი და ადვოკატი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
გივატ შმუელის მუნიციპალიტეტი
-
ისტორიული წყლის კოშკი
-
რამათ-ჰადარის უბანი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "About the GSC - Givat Shmuel Community (R.A.)" (19 July 2014).
- ↑ "Locality File". Israel Central Bureau of Statistics. 2012. Archived from the original (XLS) on November 3, 2013. Retrieved October 30, 2013.
- ↑ Nonprofit status.
- ↑ Nefesh B'Nefesh Website.
ინტერნეტ-რესურსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Givat Shmuel news"
- Givat Shmuel travel guide from Wikivoyage
- "Municipality of Givat Shmuel" - The Official Site
- "The First Givat Shmuel Running Race"
- Film about "Day of Joy" in Givat Shmuel დაარქივებული 2011-05-29 საიტზე Wayback Machine. Archived 2011-05-29 at the Wayback Machine
- www.nbn.org.il დაარქივებული 2009-04-15 საიტზე Wayback Machine. Archived 2009-04-15 at the Wayback Machine
- The GSC - Givat Shmuel Community (R.A.)
- "About Givat Shmuel"