იზა გიგოშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გიგოშვილი, იზა)
იზა გიგოშვილი
დაბადების სახელი იზა გიგოშვილი
დაბადების თარიღი 16 თებერვალი, 1938
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 17 იანვარი, 2003 (64 წლის)
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი რუსთაველის თეატრალური ინსტიტუტი
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები საქართველოს სახალხო არტისტი (1981)
სსრკ სახელმწიფო პრემია (1979)

იზა შალვას ასული გიგოშვილი (დ. 16 თებერვალი, 1938, თბილისი — გ. 17 იანვარი, 2003)[1]ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981). სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963 წელს დაამთავრა საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1963–1967 იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი, 1967–1969მარჯანიშვილის სახელობის თეატრისა, 1969-იდან კვლავ რუსთაველის თეატრშია. 1997 წელს დააარსა სამეფო უბნის თეატრი.

გიგოშვილის თამაში გამოირჩევა სინატიფით, პლასტიკით, მოხდენილობითა და გარდასახვის უნარით; შექმნა მომხიბლავი და გულწრფელობით აღსავსე თავგანწირულ, შეუპოვარ ქალთა სახეები: ძაბული (კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“), კაბილა (ალფრედ დე მიუსე „სიყვარული სახუმარო არ არის“), ჰერმია (უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი"), ქსენია (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“), ნატო (ალექსანდრე ჩხაიძე „ხიდი“), გრუშე ვაჩნაძე (ბერტოლტ ბრეხტი „კავკასიური ცარცის წრე“), ზიტა (გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი „ნათან ბრძენი“), შუშანიკი (იაკობ ცურტაველი „შუშანიკის წამება“), თამარი (კარლო გოლდონი „მშვენიერი ქართველი ქალი“) და სხვა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსთაველის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარჯანიშვილის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სიკვდილთან მებრძოლი გრუშე - იზა გიგოშვილი კადრში და კადრსმიღმა. funtime.ge (16 იანვარი, 2016). ციტირების თარიღი: 1 ივლისი, 2018.
  2. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1976. № 6. გვ. 330.