გიგოს გორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიგოს გორა — ბორცვი ქალაქ თელავის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ქალაქის შვიდი ისტორიული ბორცვიდან ერთ-ერთი.

სახელწოდება უკავშირდება თავად გიგო ვახვახიშვილს, რომელიც ამ ადგილს XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ფლობდა. არქეოლოგიურად შეუსწავლელია. დაზვერვების დროს ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია დაუთარიღებელი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდგომ პერიოდში გორა წარმოადგენდა მასობრივი დახვრეტების ადგილს.[1] XX საუკუნის ბოლოს გიგოს გორის ტყიანი საფარი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამავე პერიოდში ააგეს წმ. ნინოს ეკლესია.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბჭოთა რეპრესიები თელავში 1924 წლის სექტემბერში / თენგიზ სიმაშვილი // V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურათაშორისი დიალოგები“, შრომები. – 2019.
  2. თანამედროვე ქართული საეკლესიო ხელოვნება.-თბ.,2009.-გვ.74-75. 2.უჯარმიდან ალავერდამდე.-[თბ.,2013].-გვ.27.