მიხეილ გიგოლოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გიგოლოვი, მიხეილ)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიხეილ გიორგის ძე გიგოლოვი (დ. 17 მარტი, 1885,თბილისი — გ. 18 აგვისტო, 1963, იქვე) — ქართველი ქირურგი. დოცენტი (1935), საქართველოს დამსახურებული ექიმი (1942).

1911 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო თბილისის I საავადმყოფოში ([[1931] წლიდან ქირურგიის განყოფილების გამგე). 1934 წელს განაგებდა თბილისის ჯანდაცვის განყოფილების სისხლის გადასხმის სადგურს. 1935 წელს დაინიშნა ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის ტრავმატოლოგიის კათედრის გამგედ. II მსოფლიო ომის წლებში იყო თბილისის საევაკუაციო ჰოსპიტლების კონსულტანტი. 1960-1963 წლებში - ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის გადაუდებელი ქირურგიის კათედრის დოცენტი. გიგოლოვის შრომები ეხება ფილტვისა და ღვიძლის ექინოკოზის, სამხარეო პათოლოგიის, სისხლის გადასხმის, კუჭის ქირურგიის და სხვა საკითხებს. ქირურგთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი. დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]