გიგოლაანის ეკლესიის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გიგოლაანის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. გიგოლაანში, მიდამოები, ტყეში.

ეკლესია ნაგებია რიყის ქვით; ალაგ-ალაგ ფლეთილი ქვაც არის გამოყენებული. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის სამხრეთი მხარე ოდნავ დეფორმირებულია. შემორჩენილია აბსიდის ჩრდილოეთი მხარე. შეიმჩნევა ნიშის კვალი.

კედლები შემორჩენილია დაახლოებით 1-2 მეტრის სიმაღლეზე, შესასვლელი არ იკითხება. მიწის დონე აწეულია. ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვის გროვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 45