შინაარსზე გადასვლა

გიგი თევზაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიგი თევზაძე (დ. 22 ივნისი, 1967, თბილისი) — ქართველი სოციოლოგი და ფილოსოფოსი.

დაიბადა ფილოსოფოს გურამ თევზაძის და ფილოლოგ რუსუდან ენუქიძის ოჯახში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1991-2001 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, პროფესორი. 2001-2006 წლებში ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2004-2006 წლებში საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების რეფორმის პროექტის — „ილია ჭავჭავაძე“ დირექტორი. 2006-2014 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, 2013 წლიდან — ილიას უნივერსიტეტის 4D კვლევის ინსტიტუტის დირექტორი.

კვლევის ძირითადი სფეროებია: სოციოლოგიური მეცნიერება, ფილოსოფია, ადამიანის ქცევის ევოლუცია, იდეების ისტორია. საკანდიდატო დისერტაცია თემა — „ისტორიის ონტოლოგიური დაფუძნება მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიაში“, დაიცვა 1992 წელს, სადოქტორო დისერტაციის თემა — „ყოფიერების და ცნობიერების ესთეტიკა“, დაიცვა 1997 წელს.

  • ჩვენი დრო, სფინქსი და ძენონის ისარი (ცნობიერების ესთეტიკა), თბ., 1993.
  • მომავლის ნიშნები, თბ., 1995.
  • საქართველო: ძალაუფლების სიმულაციები, თბ., 1999.
  • ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია, თბ., 2001.
  • სოციალური ქცევის ევოლუცია ჰომომდე და შემდეგ, თბ., 2013 (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]