გიგა ჯაფარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიგა ჯაფარიძე
დაბ. თარიღი 29 მაისი, 1924
ონი
გარდ. თარიღი 0 დეკემბერი, 2003 (78 წლის)
საქმიანობა მსახიობი

გიგა შალვას ძე ჯაფარიძე (დ. 29 მაისი, 1924, ონი — გ. ნოემბერი, 2003) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980). ჯაფარიძის ინიციატივით პირველად საქართველოში 1959 წელს გაიხსნა სახალხო თეატრი ამბროლაურში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა შალვა და ქეთევან ჯაფარიძეების ოჯახში. თხუთმეტი წლის გიგა სასწავლებლად თბილისში გაემგზავრა და თბილისის საამშენებლო-არქიტექტურულ ტექნიკუმში ჩაირიცხა. უსახსრობის გამო გიგამ ვერ შეძლო დაესრულებია სწავლა და ონში დაბრუნდა. სარაიონო კულტურის სახლში მან ჩამოაყალიბა აგიტ-მხატვრული ბრიგადა. გიგა თანამოაზრეებთან ერთად დადიოდა სოფელ-სოფელ და გლეხობას თეატრის მადლს სცხებდა. გიგამ საშუალო სკოლა წარჩინებით დაასრულა და სწავლა კვლავ თბილისში კინო-სტუდიასთან არსებულ კინო-სამსახიობო ფაკულტეტზე განაგრძო (მოსკოვის კინო-მსახიობთა ინსტიტუტის ფილიალი ).

გიგამ სერიოზული თეატრალური მოღვაწეობა ამბროლაურის თეატრის სცენაზე დაიწყო. სწორედ, მისი რეჟისორობის პერიოდში ამბროლაურის თეატრს „სახალხოს“ წოდება მიენიჭა. რამდენიმე წლის შემდეგ გიგა მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. გიგას ირგვლივ გაერთიანდა ონის საზოგადოების, ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილი, რომელთა ერთგულებითაც გიგა დღესასწაულებს ქმნიდა ონის სახალხო თეატრის სცენაზე. მას არ ჰყოლია მხატვარი, კომპოზიტორი, ან სცენის მუშა.საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}! იგი ყველა მისიას თავის თავზე იღებდა და შედეგიც განუმეორებელი იყო.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახალხო ონის სცენაზე გიგამ 200-მდე სპექტაკლი განახორციელდა. მათგან განუმეორებელი და დაუვიწყარია: დ. კასრაძის „სამშობლო“, აკ.გეწაძის „სისხლის ცრემლები“, ფიგეირედოს „მელა და ყურძენი“, უილიამ შექსპირის „ოიდიპოს მეფე“ და „მეფე ლირი“, „ჰამლეტი“, რ. ჯაფარიძის „ჯარიკაცის ქვრივი“, დარასელის „კიკვიძე“, საკუთარ სცენარზე შექმნილი სპექტაკლები: „ვაჟა ფშაველა“, „ღატაკი მილიონერი“, „ძმები“ და სხვა მრავალი. ამათგან საეტაპო აღმოჩნდა : „სამშობლო“, „აფროდიტეს კუნძული“, „ღატაკი მილიონერი“, „ამქვეყნიური სამოთხე“, „უდანაშაულო დამნაშავე“, „გიორნი მესამე“, „მოკვეთილი“ და სხვა. ამ სპექტაკლებმა თეატრის კრიტიკოსთა განსაკუთრებული შეფასებები დაიმსახურასაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!. მათზე იწერებოდა რეცენზიები პრესაში, საუბრობდნენ რადიოთი.

სპექტაკლებმა მთელი საქართველო მოიარა და მის საზღვრებსაც გასცდასაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!. მოღვაწეობის ბოლო წლებში ონის და ამბროლაურის თეატრებთან ერთად მან წარმატებით მოიარა ლიტვის და ლატვიის თეატრალური ფესტივალები.

თვით გიგა ამ სპექტაკებში დაუვიწყარ სცენურ სახეებს ქმნიდა: ბარათაშვილი, ჰამლეტი, ლირი, რუსთაველი, ბახვა, ვაჟა, ეზოპე, ოიდიპოსი, კიკვიძე, ლევან ხიმშიაშვილი და კიდევ სხვა მრავალი.

ამ სპექტაკლებში გიგა პარტნიორებად ცნობილ ქართველ მსახიობებსაც იწვევდა: მედეა ჯაფარიძე „ანა კარენინასა“ და „ურიელ აკოსტაში“; ვასო გოძიაშვილი „მაია წყნეთელში“, დოდო ჭიჭინაძე „მეფე ერეკლეში“ და სხვა მრავალი.

მას სხვა თეატრებიც იწვევდნენ, როგორც რეჟისორს. საქართველოს ტელევიზია დღესაც ხშირად აჩვენებს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე გიგას ხორცშესხმულ სპექტაკლს „მუნჯები ალაპარაკდნენ“.

გიგა არამარტო სპექტაკლებს, არამედ დიდი სახალხო დღესასწაულების დამდგმელი რეჟისორიც იყო. დაუვიწყარ მოგონებად რჩება უჩა ჯაფარიძის და ირაკლი აბაშიძის სტუმრობა ქალაქ ონში, რუსთაველის საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი სანახაობა ონის სანახებში, თბილისში ვაკის პარკში 9 მაისისადმი მიძღვნილი გრანდიოზული სანახაობა, მასწავლებელთა ყრილობისათვის ჩატარებული დღესასწაული და სხვა მრავალი.

მისი კიდევ ერთი დიდ მადლია ის, რომ დღეს რაჭული საკრავი გუდასტვირი ცოცხალია. გიგამ დროულად იგრძნო სტვირის გადაშენების საშიშროება . იგი ესტუმრა ლუკია მესტვირეს და ისწავლა მისაგან სტვირზე დაკვრა. გიგა ამის შემდგომ ხშირად გამოდიოდა სახალხო დღესასწაულებზე სტვირით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიგა ჯაფარიძე იყო პირველი თოვლის ბაბუა ახალ წელს საქართველოში, რომელიც საქართველოს ტელევიზიით გამოჩნდა.

შემდგომში სტვირი გიგამ თავის უმცროს ძმას — შალვას ასწავლა, რომელმაც კიდევ უფრო პოპულარული გახადა სტვირი და მრავალი მოწაფეც აღზარდა. საზღვარგარეთ — გერმანიაში ასწავლიდა სტვირის ხელოვნებას გიგას ვაჟი — მერაბიცსაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!.

იგი არის მრავალი ლექსისა და სიმღერის ავტორი. თვით გიგა საოცარო მგზნებარებით კითხულობდა საკუთარ ლექსებს. დაუვიწყარია მისი „ჰიმნი დედაქალაქს“, „სამშობლო“ და სხვა. სიცოცხლის ბოლო წლებში გამოიცა მისი ლექსების კრებული „ხარჯიხვთა კვეთების დღე“, რომელშიც გიგას საუკეთესო ლექსები შევიდა.

საქართველოს ტელეფილმების სტუდიამ ლერი სიხარულიძის რეჟისორობით გადაიღო ფილმი ბატონ გიგაზე „სახალხო არტისტი“.

ამ წლებში ბატონ გელა ჭიჭინაძის თანადგომით ბატონმა გიგამ თანამოაზრეებთან ერთად შექმნა თეატრალური სახელოსნო, რომელსაც „თეატრინი“ უწოდა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი აღსასრულიც ისეთივე საოცარი აღმოჩნდა , როგორც მთელი მისი ცხოვრება. დიდების მწვერვალზე მყოფი, ამბროლაურის სახალხო თეატრის სპექტაკლ „იქმენინ საქართველოს“ პრემიერის შემდეგ გარდაიცვალა...გარდაიცვალა და თან წაიღო მადლი მშობელი ხალხისა.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1980: საქართველოს სახალხო არტისტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]