გიგანტური ლეუკოპაქსილუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიგანტური ლეუკოპაქსილუსი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ტრიქოლომასებრნი
გვარი:  ლეუკოპაქსილუსი
სახეობა:  გიგანტური ლეუკოპაქსილუსი
ლათინური სახელი
Leucopaxillus giganteus (Sowerby) Singer (1939)

გიგანტური ლეუკოპაქსილუსი (ლათ. Leucopaxillus giganteus) — ლეუკოპაქსილუსის გვარის სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა.

პირობითად საჭმელი სოკოა. ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. იზრდება ზაფხულ-შემოდგომით.

სოკო პირველად აღწერა ინგლისელმა ბოტანიკოსმა და მიკოლოგმა ჯეიმზ საუერბიმ 1809 წელს როგორც Agaricus giganteus.[1] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მისცა გერმანელმა მიკოლოგმა როლფ ზინგერმა 1939 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus giganteus Sowerby, 1809basionym
  • Aspropaxillus giganteus (Sowerby) Kühner & Maire, 1934
  • Clitocybe gigantea (Sowerby) Quél., 1872
  • Omphalia geotropa var. gigantea (Sowerby) Quél., 1886
  • Paxillus giganteus (Sowerby) Fr., 1874

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდი — დიდი ზომის, მისი დიამეტრი 30-50 სმ-მდე აღწევს (იშვიათად 70 სმ).[3] თავდაპირველად ბრტყლად ამოზნექილი, შემდგომში ჩაჭყლეტილი და ღრმად ძაბრისებრი. ასაკთან ერთად შესაძლოა დაიფაროს მოყავისფრო ლაქებითა და ნაპრალებით. კიდეები ზოლიან-ტალღოვანია და შებუსვილი.[4] ზედაპირი თავიდან გლუვი, კრემისფერ-თეთრი შეფერილობის, ცენტრში როგორც წესი მოწაბლისფრო.

რბილობი — თეთრი ფერის, მკვრივი, ფქვილის სუნითა და სასიამოვნო გემოთი.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ვიწრო, ხშირი, ფეხთან შეზრდილი ან ოდნავ დაღმავალია, მოთეთრო ან ღია ჩალისფერი.

ფეხის სიგრძე — 4-7, სიგანე — 2,5—3,5 სმ, ცილინდრული ან სუსტადაა შევწიროებული ბულბისებრი ძირისკენ, ქუდისფერია.

სპორების ფხვნილი — თეთრი. სპორები 6-8×3-4 მკმ, ელიფსისებრი, გლუვი, ხორკლიანი ზედაპირით.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ერთი წყარო მას პირობითად საჭმელ სოკოდ მიიჩნევს,[5] მეორე წყაროს მიხედვით, სოკომ შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა და კუჭის სპაზმი.[6] მოხმარებამდე რეკომენდირებულია, დაიჭრას მცირე ზომის ნაწილებად და ისე მოიხარშოს, ხოლო ნახარში გადაიღვაროს.[7]

გიგანტური ლეუკოპაქსილუსი შეიცავს ბიოაქტიურ ნაერთ კლიტოცინს, რომელსაც გააჩნია ანტიბიოტიკური მოქმედება ადამიანისთვის საშიში რიგი ბაქტერიების წინააღმდეგ, ისეთების როგორებიცაა Bacillus cereusდა Bacillus subtilis.[8] უფრო ადრეული კვლევების თანახმად (1945) ანტიბიოტიკური მოქმედება აქვს ბაქტერიების — Mycobacterium tuberculosis, Salmonella typhi და Brucea abortus წინააღმდეგ.[9]

ეკოლოგია და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპროტროფია, იზრდება ველობებზე, გზის პირებსა[6] და საძოვრებზე.[10] ხშირად ქმნის „ქაჯის წრეს“.

კოსმოპოლიტია.[5] ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში[11]ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.[12] დევიდ არორაზე დაყრდნობით, ჩრდილოეთ ამერიკაში სახეობა ყველაზე მეტად გავრცელებულია წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთსა და კლდოვან მთებში.[13]

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.[14]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sowerby J. (1809). Coloured Figures of English Fungi. London: R. Wilks, გვ. 401–40. „in pl. 420“ 
  2. Singer R. (1938). „De nonnullis Basidiomycetibus. I“. Botanicheskie Materialy Otdela Sporovyh Rastenij Botanicheskogo Instituti Imeni V.L. Komarova (Latin). 4 (10–12): 4–18.
  3. (1995) Flora Agaricina Neerlandica – 3. Boca Raton, Florida: CRC, გვ. 77. ISBN 978-90-5410-616-6. 
  4. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 105, ISBN 99940-856-1-1.
  5. 5.0 5.1 Schalkwijk-Barendsen HME. (1991). Mushrooms of Western Canada. Edmonton, Alberta: Lone Pine Publishing, გვ. 260. ISBN 978-0-919433-47-2. 
  6. 6.0 6.1 Hall IR. (2003). Edible and Poisonous Mushrooms of the World. Portland, Oregon: Timber Press, გვ. 159. ISBN 978-0-88192-586-9. 
  7. Burrows I. (2005). Food from the Wild. New Holland Publishers, გვ. 109. ISBN 978-1-84330-891-1. 
  8. Müller-Stoll WR. (1990). „The antibiotic activity of clitocybine and nebularine from Leucopaxillus giganteus and Clitocybe nebularis“. Zeitschrift für Mykologie. 56 (1): 167–86. ISSN 0170-110X.
  9. Hollande AC. (1945). „Lyse massive des bacilles de Koch chez la Cobaye après traitement à la clitocybine. Pouvoir inhibiteur de ce produit vis-à-vis du bacille typhique, du colibacille, de Brucella abortus etc“. Comptes Rendus de l'Académie des Sciences (French). 221: 361–63.
  10. Kaiser P. (1998). „Relations of Leucopaxillus giganteus, basidiomycete of fairy rings, with soil microflora and grassland plants“. Cryptogamie Mycologie. 19 (1–2): 45–61. ISSN 0181-1584.
  11. (1961) Mushrooms and other Fungi. London, UK: Peter Nevill, გვ. 49–50. 
  12. Kibby G. (2006). Guide to Mushrooms and Toadstools of Britain and Europe (Philips Guide). London, UK: Philip's, გვ. 137. ISBN 978-0-540-08936-9. 
  13. Arora D. (1986). Mushrooms Demystified: A Comprehensive Guide to the Fleshy Fungi. Berkeley, California: Ten Speed Press, გვ. 158–59. ISBN 978-0-89815-169-5. 
  14. Ribeiro B, Andrade PB, Baptista P, Barros L, Ferreira IC, Seabra RM, Valentão P (2008). „Leucopaxillus giganteus mycelium: effect of nitrogen source on organic acids and alkaloids“. Journal of Agricultural and Food Chemistry. 56 (12): 4769–74. doi:10.1021/jf8001526. hdl:10198/3689. PMID 18494481.