გიგანტური არაქნოიდული გრანულაცია
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია

გიგანტური არაქნოიდული გრანულაცია (ლათ. Granulatio arachnoidea gigantea) — 10 მმ-ზე დიდი ზომის არაქნოიდული გრანულაცია. მათი აღმოჩენა პაციენტებში უმეტესად შემთხვევით ხდება, ვინაიდან უსიმპტომოდ მიმდინარეობს და საფრთხეს არ უქმნის ჯანმრთელობას. გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს მომატებული შიდაქალის წნევა, ვენური სინუსების ობსტრუქცია (რა დროსაც კომპენსატორულად იზრდება არაქნოიდული გრანულაციები ზომაში), ხანდაზმული ასაკი.