გიგანტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიგანტი
ჟანრი დრამა
რეჟისორი ჯორჯ სტივენზი
პროდიუსერი ჰენრი გინსბერგი ჯორჯ სტივენზი
სცენარის ავტორი ფრედ გიოლი ივენ მოფეტი
კომპოზიტორი დიმიტრი ტიომკინი
ოპერატორი უილიამ მელორი
მონტაჟი უილიამ ჰორნბეკი, ფილიპ ანდერსონი, ფრედ ბეჰენენი
მხატვარი ჯეი დენის ვაშინგტონი
გამოსვლის თარიღი 1956
ხანგრძლივობა 201 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $5 400 000
შემოსავალი $35 მლნ

გიგანტი (ინგლ. Giant) — 1956 წელს გამოსული ოსკაროსანი ამერიკული ფილმი, ედნა ფერბერის რომანის ეკრანიზაცია. კინოდრამა ვესტერნის სტილში. მთავარ როლებს ასრულებენ საკულტო გმირად ქცეული ჯეიმზ დინი და მომხიბლავი ელიზაბეთ ტეილორი. ფილმის თემებია მეორე მსოფლიო ომის წინა და ომისშემდგომი ვითარება ტეხასში, ნავთობის წარმოების ბუმი და რასიზმი იმიგრანტ მექსიკელთა მიმართ. ფილმის სლოგანიება The legendary epic that’s as big as Texas“ და „Sometimes any man can be a giant…“

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედება ვითარდება აშშ-ში, ტეხასში. ფილმში ნაჩვენებია ორი დიდი ოჯახის ბენედიქტებისა და რინკების ისტორია. ჯორდან ბენედიქტი (როკ ჰადსონი) არის დიდი ფერმის ხელმძღვანელი. მასთან მუშაობს ჯეტ რინკი (ჯეიმზ დინი), რომელსაც ბენედიქტების ოჯახი არცთუ პატივისცემით ეპყრობა და რომელიც თავის მხრივ ცდილობს ნავთობის აღმოჩენას. ჯეტი შრომისმოყვარე და მიზანსწრაფული ტიპია და ძალიან გამბედავი. ის არ უხრის თავს უფროსებს და ყოველთვის იცავს ღირსებას. თან ძალიან უყვარს ჯორდანის მეუღლე, ახალგაზრდა და ულამაზესი ლესლი ლინტონი (ელიზაბეთ ტეილორი) და ყველანაირად ცდილობს თავი მოაწონოს მას. ლესლიც სიმპატიურადა განწყობილი მის მიმართ, მაგრამ მაინც მდაბიოდ მიიჩნევს, როგორც ღარიბს. დიდი შრომისა და ოფლისღვრის შემდეგ, ჯეტი თავის მიწის ნაკვეთში აღმოაჩენს ნავთობს და ეს ხდება მისი ცხოვრების გადამწყვეტი მომენტი. ის, ნავთობით გაშავებული, მაშინვე მივარდება ბენედიქტების ოჯახს და ლესლის შესთავაზებს გაცილდეს ქმარს და წავიდეს მასთან, რამეთუ ის უკვე გაცილებით მდიდარია ვიდრე ჯორდანი, რასაც მოჰყვება კიდეც დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი ჯეტ რინკსა და ბიკ ბენედიქტს შორის. ჯეტ რინკი მიდის ქალაქიდან და 20 წლის შემდეგ ბრუნდება, უკვე როგორც სახელგანთქმული, ერთ-ერთი უმდიდრესი ნავთობმაგნატი, ნამდვილი გიგანტი და ეწვევა ლესლისა და მის ქმარს. ყოფილი ჭუჭყიანი მუშა, ახლა უკვე ბენედიქტებზე ათასჯერ მდიდარი იწყებს სამაგიეროს გადახდას წარსულში დამცირებისთვის. ის ყველანაირად ავიწროებს ჯორდანსა და მის ახლობლებს, რომლებიც სისხლსრშრობდნენ ადრე და ყველაზე მტკივნეულ ადგილზე ურტყამს ლესლისა და ჯორდანს, ცდილობს შეაცდინოს მათი ახალგაზრდა გოგონა. ჯეტ რინკი, რომელიც იყო უსამართლობისა და ჩაგვრის წინააღმდეგი თვითონ იქცა უსამართლობის სიმბოლოდ და ბოლოს დაიღუპა კიდეც, მაგრამ დარჩა მისი ქონება და მისი სახელი - გიგანტი.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი გადაღებულია ედნა ფერბერის რომანის მიხედვით. მთავარი გმირის, ჯეტ რინკის პროტოტიპია ნავთობმაგნატის გლენ ჰერბერტ მაკკარტის (1907 – 1988). რინკის როლი შეასრულა ჯეიმზ დინმა, რომლისთვისაც ეს უკანასკნელი როლი იყო. ამ ფილმში დინს პირველად გაუკეთეს მაკიაჟი. დინის გასამრჯელო იყო მხოლოდ 1500 დოლარი, როცა ელიზაბეთ ტეილორმა მიიღო მილიონზე მეტი;

რეჟისორმა ჯორჯ სტივენზმა როკ ჰადსონს მისცა უფლება თვითონ აერჩია თუ ვინ ყოფილიყო მის პარტნიორი ლესლის როლში, ელიზაბეთ ტეილორი თუ გრეის კელი. ჰადსონმა ტეილორი არჩია. უილიამ ჰოლდენი იყო მთავარი კანდიდატი ჯორდან ’’ბიკ’’ ბენედიქტის როლზე.ბარბარა ბარისთვის „გიგანტი“ იყო კინოდებიუტია.

პრემიერა და შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემიერა გაიმართა 1956 ნოემბერში, ნიუ-იორკში, სადაც სატელევიზიო სადგურმა DuMont მოიწვია შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები და ჩაწერა მათთან ინტერვიუ. ჯეიმზ დინი პრემიერას ვერ მოესწრო, ის ფილმის გამოსვლამდე გარდაიცვალა. ეს მასალა გამოიცა DVD ფორმატში 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით. 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1996 წლის შემოდგომაზე, ამერიკაში შედგა ფილმის ხელახალი პრემიერა.

გამორჩეულად იქნა აღნიშნული ჯეიმზ დინის პერფორმანსი. ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელშიც დინს საყვედურობენ საქმის არასწორად შესრულებისთვის და ის თავის მხრივ თავის სიმართლეს ამტკიცებს, მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესოდ კინოს ისტორიაში. მსახიობმა მარლონ ბრანდომ უმაღლესი შეფასება მისცა ჯეიმზ დინის ამ ნამუშევარს: „დინი ”საშინლად” კარგია „გიგანტში“. რომ არა ადრეული სიკვდილი, ვფიქრობ ის გახდებოდა საუკეთესო მსახიობი ჩვენს შორის“. დინი მეორეჯერ წარადგინეს ოსკარზე სიკვდილის შემდეგ (პირველად იყო კოლ ტრასკის როლი ფილმიდან სამოთხიდან აღმოსვლეთით). დღემდე დინი რჩება ერთადერთ მსახიობად, რომელიც სიკვდილის შემდეგ ორჯერ წარადგინეს ოსკარზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის;

„სუპერმენის“ გამოსვლამდე „გიგანტი“ იყო ყველაზე ძვირადღირებული და შემოსავლიანი ფილმი სტუდიისთვის Warner Brothers.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსკარი

ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]