გიორგი გუგუშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გია გუგუშვილი)

გიორგი (გია) ბონდოს ძე გუგუშვილი (დ. 16 აგვისტო, 1952, თბილისი) — ქართველი მხატვარი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (თსსა) 1977 წელს (პროფ. კ. მახარაძის სახელოსნო). 1983–1989 წლებში ასწავლიდა თბილისის მხატვრის სახლთან არსებულ ს. ქობულაძის სახელობის ნატიფი ხელოვნების სტუდიაში. 1987–1996 წლებში იყო საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის მდივანი, 2004-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პრორექტორი, 2006-2009 წლებში — თსსა სრული პროფესორი, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, 2014 წლიდან — თსსა რექტორი.

გუგუშვილის ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: სერია „ორი ფლეიტა“, „ჩიტებზე მონადირე“ (ორივე 1984, მხატვრის საკუთრება), „მუსიკოსი“ (1985), „უცნობი“, „დასაწყისი“ (ორივე 1986, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), „დაგვიანებული მგზავრის სიზმარი“ (1987, კერძო კოლექცია, მოსკოვი), „პური“ (1988), „პასტორალი“ (1991), „დიალოგი“ (1992), „თავისუფალი კაცი“ (1997) და სხვ.; ნამუშევრების სერიისათვის „დავით გარეჯა“, „ღვთისმშობელი“, „ნოსტალგია“ — მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1994). აქტიურად მონაწილეობს საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებში. 1988 წელს ოსაკაში (იაპონია) საერთაშ. გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით. 2007 წელს გამარჯვება მოიპოვა დუბაის საერთაშორისო სიმპოზიუმზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]