გიანენდრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიანენდრა
ნეპ. ज्ञानेन्द्र वीर विक्रम शाहदेव
Gyanendra 01.jpg
ნეპალის მე-12 მეფე
კორონაცია: 4 ივნისი, 2001
მმართ. დასაწყისი: 4 ივნისი, 2001
მმართ. დასასრული: 28 მაისი, 2008
წინამორბედი: დიპენდრა
მემკვიდრე: თანამდებობა გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 7 ივლისი, 1947
დაბ. ადგილი: კატმანდუ, ნეპალი
მეუღლე: კომალი
შვილები: 2
დინასტია: შაჰების დინასტია
მამა: მაჰენდრა
დედა: ინდრა
რელიგია: ინდუიზმი

გიანენდრა ბირ ბიკრამ შაჰ დევი (ნეპ. ज्ञानेन्द्र शाह; Jñānendra Śāh; დ. 7 ივლისი, 1947, კატმანდუ, ნეპალი) — ნეპალის მე-12 და უკანასკნელი მეფე 2001-2008 წლებში. განეკუთვნება შაჰების დინასტიას.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიანენდრა დაიბადა 1947 წლის 7 ივლისს კატმანდუში, მეფე მაჰენდრა ბირ ბიკრამ შაჰისა და დედოფალ ინდრას ოჯახში. 1966 წელს დაამთავრა დარჯილინგის (ინდოეთი) წმინდა იოსების კოლეჯი. 1969 წელს კი — კატმანდუს უნივერსიტეტი. 1986-1991 წლებში ხელმძღვანელობდა ლუმბინის რაიონის განვითარების ფონდს.

2001 წელს პრინცმა დიპენდრამ მოკლა მამა და ძმა და დაიკავა ნეპალის მეფის ტახტი, რის შემდეგაც სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით. ტახტი კი დაიკავა გიანენდრამ. 2008 წელს ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მონარქიის გაუქმებას. ნეპალი გამოცხადდა რესპუბლიკად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]